ქვემო ქართლის რეგიონში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
გამარჯვებული პროექტები:
- ექზედერმი – ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც დაეხმარება აბიტურიენტებს ეფექტურად და სწრაფად მოემზადონ გამოცდებისთვის.
- DIAlogy – აპლიკაცია დაეხმარება ორ დაპირისპირებულ ან კონფლიქტში მყოფ ადამიანს კომუნიკაციაში და გუნდის მიერ შექმნილი language modeling-ის დახმარებით უკეთესად შეძლებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას.
- BASE2 – მობაილ puzzle game, რომელიც პროგრამირებით დაინტერესებული პირებისთვის ქმნის სიმულაციურ გარემოს, რათა მიხვდნენ ნამდვილად სურთ თუ არა პროგრამირების სწავლა. პროექტის მიზანია თამაშის MVP ვერსიიდან სრულ ვერსიაზე გადაყვანა.
- Creatmedia – პროექტის მიზანია გააციფრულოს მედია ინდუსტრიაში საჭირო ყველა რესურსის მოძიების პროცესი – ერთი ფანჯრის პრინციპის მქონე პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და ბიზნესის კრეატიული კონტენტისთვის საჭირო ადამიანური და ტექნიკური რესურსების რეკრუტინგს.
რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, საქართველოს რეგიონებში ხელი შეუწყოს ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები აჭარის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავს: ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“.