LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყანა მთლიანი დაღუპვის ზღვარზე დგას“ – ბიზნესი ყველა დარგის ამუშავებას ითხოვს

79
ey-why-europe-is-open-for-business

ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან 1 თებერვლიდან შეზღუდვების კიდევ ერთხელ გახანგრძლივების საფრთხეს ხედავს და მთავრობას კერძო სექტორის ამოქმედებისკენ მოუწოდებს.

13-მა ბიზნესასოციაციამ დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის დარგთაშორისი ინიციატივა გააჟღერა.

„მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვაცნობიერებთ საქართველოში ჯანდაცვის სფეროში შექმნილ რთულ მდგომარეობას, გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ქვეყანა დგას გადარჩენის ან მთლიანი დაღუპვის ზღვარზე. გაკოტრებულია არაერთი დარგი, რის გამოც სავალალო მდგომარეობაშია, საგადასახადო სისტემა და საბანკო სექტორიც კი, სუფევს ტოტალური უმუშევრობა (გარდა სახელმწიფო უწყებებისა) უმძიმეს მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი , რაც ქვეყნის სამომავლო განვითარების პერსპექტივას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მარტში დაწყებული პანდემიიდან, ბოლო 11 თვის განმავლობაში ლოქდაუნი და ეკონომიკური სტაგნაცია უკვე მეხუთე თვეა გრძელდება, რაც ჩვენი, საკმაოდ ღარიბი ქვეყნისათვის ყოვლად დაუშვებელი ფუფუნებაა, ეკონომიკისთვის კი სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი. ქვეყანას აღებული აქვს უამრავი საერთაშორისო საფინანსო ვალდებულებები, რომელსაც გასტუმრება ესაჭიროება. ამისი ერთადერთი გარანტი არის ამოქმედებული ბიზნეს სექტორი.

სანამ კიდევ არსებობს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა და შექმნილი მდგომარეობიდან მცირე გამოსავალი, აუცილებელია, ეპიდემიოლოგთა მიერ დადგენილი ყველა რეგულაციის და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, უმოკლეს ვადაში ეკონომიკისათვის განმსაზღვრელი ყველა დარგის ამუშავება!,“ – ამბობენ ბიზნესასოციაციები.

რაც შეეხება კრიზისის დაძლევის 6 პუნქტიან გეგმას, ის ასეთია:

1. სასწრაფოდ ამუშავდეს ტრანსპორტი, როგორც საქალაქო, ასევე საქალაქთაშორისო, საამტომობილო, მეტრო და რკინიგზა (კონცენტრაციის მინიმიზაციის გათვალისწინებით)

2. საერთაშორისო საავიაციო კომუნიკაციის აღდგენა, ისევე როგორც ამას ართმევს თავს არაერთი ქვეყანა

3.დაიწყოს ფუნქციონირება სარესტორნო ბიზნესმა (გაიდლაინის რეგულაციების გათვალისწინებით)

4. შიდა და გარე ტურიზმის მოთხოვნების გათვალისწინებით, ამუშავდეს სასტუმროები

5. აღდგეს მოლებისა და არასასურსათო მაღაზიების ოპერირება

6.დაიწყოს ზამთრის კურორტების ოპერირება, როგორც სასტუმროების, ასევე საბაგირო გზეების.

13 ასოციაცია აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებისთვის რეგულაციების დაცვის მზადყოფნას გამთქვამს და მასობრივი ტესტირების ჩატარებას ემხრობა, თუმცა პროცესთან დაკავშირებული ხარჯების აღებისგან თავს იკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები