LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდა: საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო​ Fitch

60
Fitch

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე უცვლელი დატოვა, რაც ნეგატიურიდან სტაბილურობისკენ გაუმჯობესდა. ამ მონაცემის მიხედვით ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა პოსტპანდემიურ პერიოდში გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია, რაზეც გავლენა იქონია ექსპორტის ზრდამ და საერთაშორისო გზავნილებმა.

Fitch-ის სარეიტინგო საპროგნოზო მაჩვენებელი წინა მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 3.5%-ით არის გაზრდილი.
“ურყევია ჩვენი ნება, რომ გავაგრძელოთ სტრუქტურული რეფორმები. პრაქტიკულად ჩვენ ამით მივაღწიეთ პანდემიამდელ დონეს” ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა, ეკონომიკა მაღალი ტემპებით ვითარდება, მყარი არის ინვესტორების მხრიდან ნდობა და წარმოდგენა საქართველოს ეკონომიკაზე და ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილის თქმით, Fitch-ის შეფასებით, ქვეყანა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდა.

magti 5g