LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყანას, სადაც ადამიანი ასეთი ბრუტალური სიკვდილით კვდება ვიღაცის უბრალოდ დაუდევრობის და გაუმართაობის გამო, არასოდეს, არაფერი არ ეშველება“ – რას წერს ტრაქტორის დაგორების შედეგად გარდაცვლილი ქალის შვილიშვილი

643
ვალენტინა

ბებიის, ვალენტინა ასიტაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას, მისი შვილიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„გუშინდელ უბედურ შემთხვევას შეეწირა უკარგესი ადამიანი, ძალიან გვატკინე გული.. მოულოდნელი და უმძიმესი ტრაგედია ყველასთვის ვინც კი გიცნობდა“ – რას წერენ ოჯახის წევრები დაღუპულ ქალზე

„ბებიაჩემის სიცოცხლე მორიგ პოსტად იქცევა, რომელსაც უბრალოდ ასქროლავთ. ქვეყანას, სადაც ადამიანი ასეთი ბრუტალური სიკვდილით კვდება ვიღაცის უბრალოდ დაუდევრობის და გაუმართაობის გამო, არასოდეს, არაფერი არ ეშველება. პირველსავე შესაძლებლობას ჩავეჭიდები რომ ისე წავიდე აქ არასოდეს დავბრუნდე,“ – წერს თამო მჭედლიშვილი.

„ტრაქ­ტო­რი და­გორ­და და და­ე­ჯა­ხა ქალს, ძაღლი ეჭირა ხელში, ცუგა დაიღუპა, ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გადარჩა“ – რას ამბობენ თვითმხილველები

ცნობისთვის, კალანდაძის ასახვევთან გუშინ, 5 მარტს, ტრაქტორი დაგორდა და სამ მანქანას შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი.

ერთ-ერთი მათგანი, ვალენტინა ასიტაშვილი გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g