LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში ახალი ენერგობიექტები უნდა აშენდეს, გავაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას – ნათია თურნავა

74
122814330-3488930561196578-7545116714911813262-o

ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში ახალი ენერგობიექტები უნდა აშენდეს და საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ელექტროენერგიის ძლიერი ექსპორტიორი რეგიონში.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, საქართველოში ზოგადად ენერგეტიკის სფერო ძალიან ცხარე კამათის საგანია, განსაკუთრებით, მსხვილი ჰესების მშენებლობა. თუმცა, მისი თქმით, ქვეყანაში მთლიანად, ყველა ენერგეტიკული ობიექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე არის დაახლოებით 4500 მეგავატი და აქედან 70%, ანუ 3100 მეგავატი აშენებულია საბჭოთა კავშირის პერიოდში. ნათია თურნავას განცხადებით, სწორდ ეს იმაზე მეტყველებს, რომ ახალი ობიექტები უნდა აშენდეს, და საქართველო ამ მხრივ უნდა იყოს ელექტროენერგიის ძლიერი ექსპორტიორი რეგიონში.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, კვლავაც მოსახლეობასთან კომუნიკაციით, რა თქმა უნდა, ინვესტორებზე ძლიერი სოციალური პასუხისმგებლობის დაკისრებით, გავაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას, ისე, რომ გარემოსაც ნაკლები ზიანი მიადგეს და რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო სტანდარტი ამ კუთხით შესრულებული იყოს“, – აღნიშნა  ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g