LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა

84
20190103102607

ქვეყანაში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 1.12 მლრდ ლარით (2.87%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.43%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 40.15 მლრდ ლარი შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 376.65 მლნ ლარით (2.17%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 742.48 მლნ ლარით (3.42%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.83%-ით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g