LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება: გამყრელიძე

50
ამირან გამყრელიძე

“ბოლო სამი კვირის, 20 დღის განმავლობაში არის ეპიდსიტაუციის გაუმჯობესების ტენდენცია, მართალია ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ ეს გრძელდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ იმ ძირითადი ინდიკატორების გაუმჯობესების ტენდენციაზე ისაუბრა, რომელიც ინციდენტობასა და სიკვდილიანობას აფასებს.

გამყრელიძის თქმით, გარკვეულწილად, ყველაზე მძიმე ინდიკატორის, სიკვდილიანობის შემცირების ტენდენციაც გამოჩნდა:

“დღეს დადებითობის მაჩვენებელი არის 7 %-ის ფარგლებში და ბოლო 7 და 14 დღის განმავლობაში ის ჩამოსცილდა უკვე 9 %-ს, ანუ ყველა ეს ინდიკატორი მიუთითებს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება.

რაც შეეხება ყველაზე მძიმე ინდიკატორს – სიკვდილიანობას, ისიც ძალიან არა, მაგრამ აქაც, გარკვეულად გამოჩნდა შემცირების ტენდენცია, რაც ძალიან კარგია”, – თქვა მან.

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საავადმყოფოებში ჯერჯერობით, რჩება 1 500-მდე მძიმე ავადმყოფი, მათ შორის კი 400-მდე ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g