LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობა, პოლიტიკური კრიზისი აქვს ოპოზიციას – კალაძის პასუხი მელიას

63
მელია კალაძე

პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს, ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ნიკა მელიას განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

ნიკა მელია: საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები

მისი თქმით, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი, აბსურდულია.

„ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და ძალიან დიდი სისულელე, არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს არის გათვალისწინებული კონსტიტუციით. პოლიტიკური კრიზისი აქვს  „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას “, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და სამოქმედო გეგმა წარადგინა. ნიკა მელიას თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g