LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში რიგი სალონური სერვისი: მაკიაჟი, ვარცხნილობა სრულად გაუქმდა

607
--silamazis-saloni

დეკემბერის თვეში სალონებში მიმართვიანობა მაღალი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, ქვეყანაში რიგი სალონური სერვისი, როგორებიცაა: მაკიაჟი და ვარცხნილობა 100%-ით გაუქმდა. ამის შესახებ სილამაზის სალონების ფედერაციის ხელმძღვანელმა თამარ შარაშენიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.

„ნამდვილად არ გვქონია ვარდნა დეკემბერში, ვნახოთ, რა იქნება ახალ წლის შემდეგ. თუმცა არის სალონური რიგი მომსახურებები, რომელიც უბრალოდ გაუქმდა, მაგალითად: სადღესასწაულო ვარცხნილობებს და მაკიაჟს აღარავინ იკეთებს. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ „შილაკზე“ და სხვა, პირადი ჰიგიენის პროცედურებზე სტუმრობენ ადამიანები სალონებს. მოგებაზე აღარ ვფიქრობთ, საუბარია გადარჩენაზე“,-განაცხადა შარაშენიძემ.

მან სამომავლოდ ტარიფების ზრდის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. შარაშენიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა მასალის და კომუნალური ტარიფების ფასი, ზამთრის პერიოდში სალონურ სერვისებზე ფასის მატება მოსალოდნელი არ არის.

,,გვქონდა გაფართოებული შეხვედრა, სადაც მონაწილეობდნენ როგორც მცირე, ასევე ქსელური სილამაზის სალონების წარმომადგენლები. ამ დროისთვის ინფორმაცია ასეთია, რომ ზამთრის განმავლობაში, არ გაიზრდება ფასი სალონურ მომსახურებაზე“, – განაცხადა შარაშენიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები