LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 74%-ით, რადიოსი კი 90%-ით გაიზარდა

58
101380482-3166932840037462-2757951977122955264-n

2021 წლის მეორე კვარტალში, სატელევიზიო და რადიომაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავლები, 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 75%-ით გაიზარდა და 23 მილიონი ლარი შეადგინა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მეორე კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებმა 21.3 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი, 19.3 მილიონი ლარი პირდაპირი რეკლამა და სპონსორობა იყო. ყველაზე მეტი, 6.9 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი ტელეკომპანია „იმედმა“ მიიღო, რომლის შემოსავალიც წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 1.5 მილიონი ლარით გაიზარდა. 1.9 მილიონი ლარით მეტია „მთავარი არხის“ სარეკლამო შემოსავალი, რომელიც მეორე კვარტლის მონაცემებით, 3.2 მილიონ ლარს შეადგენს. 0.4 მილიონი ლარით გაიზარდა „რუსთავი 2”-ის (მედია ჰოლდინგი) სარეკლამო შემოსავალი და 2.5 მილიონ ლარს შეადგენს.

ტელეკომპანია „ფორმულამ“ 1.8 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 1.4 მილიონი ლარით მეტია, 0.9 მილიონი ლარით არის  გაზრდილი „ტელეკომპანია პირველის“ სარეკლამო შემოსავალი და 1.7 მილიონ ლარს შეადგენს. 0.8 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 1.2 მილიონ ლარს შეადგენს „პოსტვ”-ის სარეკლამო შემოსავალი, ასევე 0.8 მილიონი ლარითაა გაზრდილი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „სილქნეტის“ სარეკლამო შემოსავლები, რომლებიც 0.9-0.9 მილიონ ლარს შეადგენს.  0.2 მილიონი ლარი სხვა მაუწყებლებზე გადანაწილდა.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათი სარეკლამო შემოსავლები 2021 წლის მეორე კვარტალში, 90%-ით გაიზარდა და 1.735 მილიონი ლარი შეადგინა. რადიოების სარეკლამო შემოსავლების 85.8% ასევე პირდაპირ რეკლამას უკავია. ყველაზე მეტი, 965.1 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი რადიო ჰოლდინგმა „ფორტუნამ“ მიიღო, რადიო „იმედს“ სარეკლამო შემოსავალი 183.3 ათასი ლარი ჰქონდა, 88.5 ათასი ლარი შეადგინა „რადიოცენტრი პლუსის“ სარეკლამო შემოსავალმა, 77.5 ათასი ლარი „ქართულმა რადიომ“, ხოლო 77.0 ათასი ლარი რადიო „ჯორჯიან თაიმსმა“ მიიღო. „ჩვენი რადიოს“ სარეკლამო შემოსავალმა 61.3 ათასი ლარი, მედია ჰოლდინგის – „აფხაზეთის ხმა“ – 59.5 ათასი ლარი, ხოლო კომპანია „მედიასტრიმის“ შემოსავალმა 53.1 ათასი ლარი შეადგინა. 31.0 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთმა“, „ახალი რადიოს“ მიღებულმა შემოსავალმა კი 19.3 ათასი ლარი შეადგინა. 119.3 ათასი ლარი დანარჩენ რადიო მაუწყებლებზე გადანაწილდა.

სარეკლამო შემოსავლები პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოფინგს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g