LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში წითელას 102 შემთხვევა აღირიცხა – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

31

2017 წლის აგვისტოდან – 2018 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში წითელას 102 შემთხვევა უკვე აღირიცხა, მათ შორის აჭარაში – 86. ამის შესახებ ცნობილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა.

ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევათა 34% მოდის 20 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფზე, მაღალია ასევე 1 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წილი -19,5%.

„წითელას ნულოვანი მაჩვენებელი არასოდეს არ გვქონია. ცნობილია, რომ 2013-2014 წლებში გვქონდა საკმაოდ დიდი ეპიდემია, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი გახდა დაავადებული და ამის ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ ადამიანები არ იყვნენ აცრილები. 2017 წელს, ჩვენ 200 ათასი ადამიანი ავცერით წითელაზე, რომ როგორმე შევაჩეროთ ეპიდემიის გავრცელების პროცესი. წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა,“ – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g