LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, სადაც კვირაში 4 დღე მუშაობენ – რამდენად გაამართლა ახალმა მოდელმა

95
work

ოთხდღიანი სამუშაო კვირის შესახებ საუბრები COVID-19 პანდემიის შემდეგ გააქტიურდა. დამსაქმებლები და დასაქმებულები სამსახურის მოქნილობისა და ბენეფიტების შესახებ ალაპარაკდნენ.

იდეის ითვალისწინებს იმას, რომ თანამშრომლები იმუშავებენ კვირაში ოთხი დღის განმავლობაში და აიღებენ იმავე ხელფასს, რაც 5-დღიანი სამუშაო კვირის შემთხვევაში ჰქონდათ, ისარგებლებენ იმავე ბენეფიტებით და ექნებათ იგივე დატვირთვა. 

შესაბამისად, კომპანიებს, რომლებიც ამცირებენ სამუშაო კვირას, უნდა ჰქონდეთ ნაკლები შეხვედრა და მეტი დამოუკიდებელი მუშაობა.

თანამშრომლების პროდუქტიულობისა და სამსახურისა და ცხოვრების ბალანსის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ იდეის განხორციელების შემთხვევაში, იზრდება თანამშრომლების კმაყოფილება და შესაბამისად, პროდუქტიულობა.

ევროპის პროფკავშირები მოწოდებას, გამოიყენონ ოთხდღიანი სამუშაო კვირის მოდელი, უკვე დათანხმდა რამდენიმე ქვეყანა:

ბელგია – დასაქმებულებს თავად შეუძლიათ, გადაწყვიტონ სურთ თუ არა მათ 4-დღიანი სამუშაო კვირის გამოყენება. ბელგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, მათ ეკონომიკას მოდელი უფრო დინამიკურს გახდის.

დიდი ბრიტანეთი – ქვეყანაში ახალი მოდელი უკვე შეფასდა, როგორც „უკიდურესად წარმატებული“.

შოტლანდია – ინიციატივა ძალაში 2023 წლიდან შევა. მოდელი დანერგვას მალე გეგმავენ უელსშიც.

ისლანდია – ექსპერიმენტების შედეგად, დადგინდა, რომ შემცირდა თანამშრომელთა სტრესი და სამსახურისა და ცხოვრების ბალანსი გაუმჯობესდა.

წყარო: euronews.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g