2019 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1.0 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 43.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 699.4 ათასი შეადგინა.
2019 წლის III კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობამ 526.6 ათასი შეადგინა. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 417.7 ათასი ტურისტული და 281.8 ათასი ექსკურსიული ტიპის ვიზიტი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების 61.3 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 33.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.3 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 47.0 პროცენტს შეადგენდა.
2019 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 34.9 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 350.5 ათასი და 122.2 ათასი ვიზიტი. მესამე ადგილზე – 11,1%-ით არის ევროკავშირის ქვეყნები, 10,6%-ით – მეოთხეზეა სომხეთი.
ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.