LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის ეკონომიკა “გაიყინა” – რატომ ამბობენ უარს ინვესტორები საქართველოში შემოსვლაზე

502
OLYMPUS DIGITAL CAMERA

ქვეყანა, სადაც ბოლო 7 წელიწადში ეკონომიკურმა ზრდამ 5%-ს ვერ გადააჭარბა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მშპ დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია ევროპის ქვეყნებთან შედარებით და სადაც UNISEF-ის კვლევებით, ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, ხელისუფლება ინვესტიციების მოზიდვის ნაცვლად, ქვეყნის შიგნით ხელოვნურ ბარიერებს ქმნის, ახალ-ახალ რეგულაციებს აწესებს, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. 

ხელფასების შემცირება, უმუშევრობის ზრდა - რას გამოიწვევს შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები?

კანონპროექტის ინიციატორებს არ აქვთ წარმოდგენა, რა ნეგატიური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მას ეკონომიკაზე

რადიო „ფორტუნამ“ ოფიციალურ სტატისტიკას გადახედა, სადაც გამოიკვეთა, რომ 2011 წლის შემდეგ, როცა ეკონომიკური ზრდა 7,2% იყო, იქიდან მოყოლებული მუდმივად კლების ტენდენცია ჩანს. სულ რაღაც 3-4 წლის წინ კი, ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2,8% იყო. უნდა ითქვას, რომ ასეთი დაბალი მაჩვენებელი ქვეყანას 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის პერიოდის შემდეგ ჰქონდა.

ჩვენ გადავწყვიტეთ, ეკონომიკური ექსპერტებისთვის გვეკითხა, რატომ მცირდება წლიდან წლამდე ქვეყნის ეკონომიკის ტემპი, რას აკეთებს ხელისუფლება ამის საპასუხოდ და რა პერსპექტივა გვაქვს, თუ მომავალშიც მხოლოდ 5%-იანი ზრდა გვექნება – ამ თემებზე სტატისტიკასთან ერთად ეკონომისტების შეფასებებს გთავაზობთ.

„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი, ეკონომიკური ექსპერტი გიორგი კეპულაძე ხაზს უსვამს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობას და გვიხსნის, რატომ არის ის ასე ძალიან მნიშვნელოვანი თითოელი ჩვენგანისთვის.

„ზოგადად, ეკონომიკური ზრდა ნიშნავს, რომ ქვეყნის მშპ, ანუ რასაც ქვეყნის შიგნით ვაწარმოებთ და ვყიდით, ეს უნდა გაიზარდოს ყოველ წელს. რაც უფრო მეტი ტემპით გაიზრდება, ეს ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქის შემოსავალი იზრდება, შეიძლება არა პირდაპირპროპორციულად, მაგრამ იზრდება.

სამოქალაქო კალათა მძიმდება, ანუ ცხოვრება ძვირდება – რა ვითარებაა ქვეყანაში სიღარიბის კუთხით

 

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ქვეყნის კეთილდღეობის პირველი  ნიშანია.

მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის ჩვენი ტიპის ქვეყნას ბევრი რამ სჭირდება. დღეს ბევრი გამოწვევაა, მათ შორის როგორც პოლიტიკური, ისე უსაფრთხოების კუთხით. ინვესტორებს აინტერესებთ, რა ხდება რეგიონში და სად ჩადონ ფული. ჩვენი მეზობლები მაინცდამაინც წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები არ არიან, მაგრამ გვინდა თუ არ გვინდა, მთავარი სავაჭრო პარტნიორებიც ისინი არიან, ამიტომ იქ მიმდინარე პროცესები, პრობლემები ჩვენზე მოქმედებს“, – აცხადებს კეპულაძე.

ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ შექმნილ სიტუაციაში, არ აქვს მნიშვნელობა, ნებსით თუ უნებლიეთ, ფაქტია, ხელისუფლება ხელოვნურად ქმნის ბარიერებს, აწესებს რეგულეაციებს, საქართველო აღარ არის ისე ღია ტურისტებისთვის, როგორც ადრე იყო და ვერ ახერხებს ინვესტორების მოზიდვას.

„ფორტუნას“ კითხვაზე, თუ ინვესტორს არ მოსწონს ქვეყანა და არ სურს აქ კაპიტალდაბანდება, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, გიორგი კეპულაძე პასუხობს:

„ხელისუფლების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ ხელოვნურად შექმნეს ბარიერები და ზღუდე ტურიზმის კუთხით, თუნდაც ირანის, ჩინეთის მიმართულებით. საქართველო რომ მანამდე იყო ღია როგორც ტურისტული მიმართულება, მერე გავრცელდა ხმა, რომ აქ შეზუდვებია. რაც შეეხება ინვესტორების მოზიდვას, ეკონომიკის მინისტრი, ზოგადად მინისტრები, პრემიერი ყოველდღიურად პირადად უნდა მართავდნენ შეხვედრებს, დადიოდნენ საზღვარგარეთ, პოტენციურ ინვესტორებს პირველი პირები უნდა ხვდებოდნენ და სთავაზობდნენ მათ სათანადო პირობებს. ამას აკეთებდა სინგაპურის მმართველი. ანუ პირველი პირები საკუთარ თავზე უნდა იღებენ ინვესტიციების მოზიდვას. პატარა ქვეყანა ვართ, ეს გვჭირდება“, – ამბობს კეპულაძე.

ამის ნაცვლად კი საქართველოში ხელისუფლება ბიზნესმენებს შორის საქმეებს „ალაგებს“ და ამით, უცხოელ ინვესტორებს ცუდ სიგნალს უგზავნის. ეკონომისტებთან საუბრის შემდეგ ირკვევა, რომ ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კუთხით, ასეთ მძიმე მდგომარეობაში საქართველო-რუსეთის ომის შემდეგაც კი არ ყოფილა. სპეციალისტების თქმით, მიზეზი პოლიტიკური ნების არარსებობაა.

გიორგი კეპულაძე: „ვერ მოხერხდა სასამართლოს განთავისუფლება, ეს პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, ბევრი სულელური რეგულაციაა, საბანკო რეგულაციებიდან დაწყებული ტაქსებით დამთავრებული.

მსხვილი ინფრასტრუქტული პროექტების ნელი ტემპით ვითარდება, გაჩერებულია ანაკლიის პორტის პროექტი, სანამ ტენდერს ჩაატარებენ, სანამ გამარჯვებულს გამოავლენენ და ყველაზე მთავარი – არც მალავს „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომ თავისთან იბარებს ბიზნესმენებს და „ალაგებს“ სიტუაციებს. ეს მართვის რა მოდელია და ვის გაუჩნდება ამის შემდეგ სურვილი, რომ ამ ქვეყანაში ჩამოვიდეს და ფული აკეთოს.

მართვის ეს სტილი არ არის იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს.

5%-იანი ზრდა არის ძალიან ცოტა ჩვენი ქვეყნისთვის, ამ ტემპით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც კი დიდხანს ვერ დავეწევით, რომლებიც კიდევ შორს არიან დასავლეთ ევროპის ქვეყნებისგან“.

ექსპერტისგან განსხვავებით, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ხელისუფლებისთვის, როგორც ჩანს, ამბიციური და მოსაწონი გეგმაა, რაც ფინანსთა მინისტრს არც დაუმალავს.

„ჩვენ დავგეგმეთ 2020 წელი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, ეს საკმაოდ ამბიციური გეგმაა. ზოგჯერ ამბობენ, რომ 5% არ არის საკმარისი და ჩვენ ორნიშნა ზრდა გვჭირდება. ამას ვუპასუხებთ, რომ უნდა გავითვალისწინოთ რეგიონში მიმდინარე პროცესები. იმ პირობებში, როდესაც რეგიონი იზრდება 0.1%-ით, მაშინ საქართველოში 5%-იანი ზრდა  არის ძალიან ამბიციური გეგმა“, – აცხადებს ივანე მაჭავარიანი.

ეკონომისტი კი განმარტავს, რომ 5%-იანი ზრდა ნუ გვგონია ამბიციური განცხადება არ უნდა გვეგონოს.

„მესმის, რომ ბევრი პრობლემა გვაქვს, ნუ გვგონია, 5%-იანი ზრდა ამბიციური გეგმაა. რატომ იყო ადრე საქართველო მიმზიდველი, იმიტომ რომ პირველი პირები დადიოდნენ ინვესტორების მოსაზიდად, იმიტომ რომ  ამ ქვეყანაში დაბალი გადასახადები იყო – გადასახადების ნაწილში შეიძლება არც ახლა იყოს მაღალი, მაგრამ ადრე საქართველო მთელი მსოფლიოსთვის საინტერესო იყო, სულ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვიყავით. ახლა ამისთვის ხელისუფლება არაფერს აკეთებს. არადა, სხვანაირად პატარა ქვეყანას ძალიან გაუჭირდება განვითარება, გაგვიჭირდება ფულიანი ხალხის ყურადღების მიქცევა“, – ამბობს „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე.

 

 

magti 5g