LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი, სხვა პრობლემებთან ერთად, ნიკა გვარამიას თავისუფლებაზეც გადის“ – ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა ოფიციალურად დაფუძნდა

142
Untitled design (1)

მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მეგობრებმა და მედიის წარმომადგენლებმა მისი გათავისუფლების მოძრაობა შექმნეს.

ადვოკატმა ბაჩანა შენგელიამ თქვა, რომ მათი მიზნის მიღწევა ხელისუფლების ყველა შტოზე წნეხის გაზრდითა და ქვეყნის გარეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით იქნება შესაძლებელი.

მათი თქმით, ახლა, როდესაც ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი წყდება, კრიტიკული აზრისთვის ადამიანები და მით უმეტეს მედიამენეჯერები ციხეში არ უნდა ისხდნენ.

„დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს ევროპული მომავალი სასწორზე დევს. ის მომავალი, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, რისთვისაც ოცნებობდა უამრავი ადამიანი და რისთვისაც დღეს ჩვენი გმირები უკრაინაში იბრძვიან. საფრთხეშია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე სრულიად ნათელია, რომ თავისუფალი, კრიტიკული მედია დიდ როლს თამაშობს. ევროკავშირის 12 პირობიდან ერთ-ერთი ზუსტად თავისუფალ მედიას ეხება. კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას აბსურდული ბრალდებით დაკავებით ხელისუფლებამ ქვეყნის ევროპული მომავალი და კანდიდატის სტატუსი ეჭვქვეშ დააყენა. სრულიად ნათელია, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს, ვნებს ევროინტეგრაციის პროცესს და სცდება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს. დარწმუნებული ვართ, რომ დღეს ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი, სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, ნიკა გვარამიას თავისუფლებაზეც გადის.

ნიკას მეგობრებმა რა? სად? როდის? თამაშიდან და მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ, დავაფუძნოთ ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი იქნება ნიკა გვარამიას დროული გათავისუფლება საპატიმროდან და ეს ხელისუფლების ყველა შტოზე წნეხის გაზრდით, ქვეყნის გარეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან მჭიდრო კოორდინაციით იქნება შესაძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი მუდმივად იყოს დღის წესრიგში და ჩვენი პარტნიორები მუდმივად მოუწოდებდნენ ხელისუფლებას მაღალი ტრიბუნებიდან, რომ თავი შეიკავოს თავისუფალი მედიის დამფუძნებლების, მედია მენეჯერების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოებისგან.

გვჯერა, რომ ინტენსიური, ორმხრივი ზეწოლა აიძულებს ხელისუფლებას, შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, გაათავისუფლოს მთავარი არხის დამფუძნებელი და შეუნარჩუნოს ქვეყანას შანსი, გახდეს დემოკრატიული, განვითარებული, პროგრესული და, რაც მთავარია, ევროკავშირის წევრი ქვეყანა.  

რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ისმოდეს უამრავი ადამიანის ხმა. შესაბამისად, მოგმართავთ მათ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორ ქვეყანაში იცხოვრებთ, როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ თქვენი შვილები – შემოუერთდით ამ მოძრაობას. ვისაც მიგაჩნიათ, რომ ადამიანი კრიტიკული აზრის გამოთქმის გამო აბსურდული ბრალდებით ციხეში არ უნდა იჯდეს, აუცილებლად ყველა თქვენგანის მხრიდან არის მოქმედების დრო. ევროპული მომავლისკენ გზა ყველა ჩვენგანისთვის, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის არის გასავლელი გზა“, – წერია მიმართვაში, რომელიც ბაჩანა შენგელიამ წაიკითხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები