LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის მასშტაბით, „კორსო იტალიას“ რამდენიმე ფილიალი იხურება

1093
81-e1495629483488

საქართველოში „კორსო იტალიას“ რამდენიმე მაღაზია, შესაძლოა, მალე დაიხუროს. ICR ჯგუფი მიმდინარე წლის ბოლომდე მაღაზიების 10%-ის დახურვას აანონსებს. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კახა ხაზარაძის განმარტებით, მიზეზი პანდემიის გამო შემცირებული რეალიზაცია და გაზრდილი ხარჯებია.

„განსაკუთრებით პრობლემებია რეგიონებში, სადაც რეალიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და გარკვეული ობიექტების დახურვას ვგეგმავთ, ვამცირებთ ქსელს. წელს ვფიქრობთ, რომ თუ არსებული ვითარება არ გამოსწორდა, მაღაზიების 10%-ის დახურვა მოგვიწევს. მათ შორის მაგალითად, მოხვდება „კორსო იტალიას“ მაღაზიების ნაწილი. ამ ეტაპზე „კორსო იტალიას“ 21 ობიექტი გვაქვს ქვეყნის მასშტაბით და ვფიქრობთ, მათგან 3-4-ის დახურვა მოგვიწევს“, – აღნიშნა ხაზარაძემ “ბიზნესპარტნიორთან” საუბრისას.

მისი თქმით, საუბარია ახალციხისა და ოზურგეთის ფილიალზე. „თბილისს ამ ეტაპზე არ ვეხებით, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ერთი ობიექტი თბილისშიც მოვაკლოთ,“ – დასძინა ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g