LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოპინგი თერაპია აღარ არის, სპონტანური მყიდველი აღარ არსებობს – რითეილ სექტორი საქართველოში

144
man-colourful-shopping-bags

ქვეყანაში შოპინგთან დაკავშირებული ქცევა შეიცვალა. „ზოგადი დაკვირვებით, შოპინგი თერაპია აღარ არის. ადამიანი დადის აუცილებელი საჭიროებისთვის და არა სპონტანური შესყიდვებისთვის“ – ამის შესახებ ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ახლა სპონტანური მყიდველი აღარ არსებობს, რადგან ხალხს ბევრი პრობლემა აქვს. „ჯერ მარტო, ლარის 16-17%-იანი დევალვაცია, ამას მოჰყვა ვალუტაში აღებული კრედიტები, შემდეგ ხალხი დარჩა უმუშევარი. დღეს რითეილის სავალდებულო ნაწილი რაც არის, მაგის დაკმაყოფილება ხდება,“ – აღნიშნა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, დღეს პრიორიტეტი არსებული ბრენდების შენარჩუნებაა, ახალი ბრენდების შემოსვლა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შენარჩუნდება ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა. კახა ხაზარაძის ინფორმაციითვე, ამ სიტუაციაში ICR ჯგუფი ახალი ბრენდების შემოყვანას არც განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები