LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის მასშტაბით პირველი ვიდეო-კონსტიტუცია ჩაიწერება: პროექტში ჩართვა ყველას შეუძლია

87

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი ვიდეო-კონსტიტუცია ჩაიწერება. პროექტის პირველი ჩანაწერი პრეზიდენტმა ბაზალეთზე ახალგაზრდებთან შეხვედრისას გააკეთა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს თქმით, პროექტი საქართველოს კონსტიტუციის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.

“წაიკითხე კონსტიტუცია მთელს საქართველოსთან ერთად“- ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა დაუჭირა მხარი და დღეს ამ კამპანიის პირველი მონაწილეც თავად იყო. ეს კამპანია საშუალებას აძლევს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წაიკითხონ კონსტიტუციიდან გარკვეული ფრაზა, რომელსაც მათ მისცემს საშუალებას შესაბამისი ტექნიკური საშუალებები, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და ა. შ. მნიშვნელოვანი არის ის, რომ საზოგადოებაში ცნობადობა კონსტიტუციის და ინტერესი კონსტიტუციის არის მუდმივად მზარდი და შესაბამისად აუცილებელია, რომ ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად შეეწყოს ხელი. საზოგადოება უნდა იყოს ჩართული საკონსტიტუციო პროცესში“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ელექტრონული პროგრამის საშუალებით საქართველოს ყველა მოქალაქეს სურვილისამებრ შესაძლებლობა ექნება ჩაწეროს ვიდეოფრაგმენტი საქართველოს მოქმედი კონსტიტუციიდან, რისთვისაც საჭიროა მომხმარებელი შევიდეს ინტერნეტგვერდზე: www.constitution.ge და ჩაწეროს კონსტიტუციიდან ფრაზა, რომელსაც პროგრამა უკარნახებს. კონსტიტუციის სრული ვიდეოჩანაწერი კონსტიტუციის დღეს 24 აგვისტოს აიკინძება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g