პარიზში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო მედიასთან ოკუპაციის პრობლემაზე საუბრობს. სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსთან“ განაცხადა, რომ აფხაზეთში რუსიფიკაციის პოლიტიკაა. მან აღნიშნა, რომ იქ მცხოვრებთათვის ეს ადამიანური ტრაგედიაა.
„ეს დაძაბული სიტუაციაა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმის ხაზგასმა, რომ საქართველომ შეძლო ევროპისკენ გზის გაგრძელება. საქართველო აგრძელებს ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ტურიზმის განვითარების მიზნით ახალი ინიციატივა აქვს
ფრანგული ინვესტიციები და მეტი ფრანგი ტურისტი საქართველოში - სალომე ზურაბიშვილი პარიზში შეხვედრებს იწყებს
სალომე ზურაბიშვილის თქმითვე, ომისა და ოკუპაციის მიზანი ქვეყნის დასავლური გეზის შეჩერება იყო, რაც არ მოხდა და ამიტომ, საქართველო ამ ბრძოლაში მოგებულია.
მან ასევე აღნიშნა, რომ რთულია იმ ქვეყნის პრეზიდენტობა, რომელიც 27 საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა იმპერიას წინააღმდეგობას უწევდა.
„ვერავინ შეძლებდა იმის პროგნოზირებას, რომ საქართველო გახდებოდა ევროკავშირის ასოცირებული წევრი, რომ ჩვენ გვექნებოდა უვიზო მიმოსვლა ევროპასთან. ასევე, თავისუფალი ვაჭრობაც. ყველა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელია. მაგრამ ეს შესაძლებელია და სწორედ ამიტომ არის ამ ქვეყნის პრეზიდენტობა გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ, ამავე დროს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა „ევრონიუსს“.