LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს – სამნიძე

55
xaTuna

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მედიატორის ჩართულობით მმართველი გუნდის წევრებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„მედიატორი მოამზადებს დოკუმენტს როგორც მან თქვა, სადაც არც ერთი მხარე არ მიიღებს 100%-ით იმას რასაც ითხოვდა. ორივე მხარეს მოუწევს, რომ კომპრომისს დათანხმდეს თუ ისინი წინ აყენებენ ქვეყნის ინტერესებს“, – აღნიშნა სამნიძემ.

მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგეს.

ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ, ვინც ამ პროცესში ვმონაწილეობთ, წინ დავაყენოთ ქვეყნის ინტერესები, გვახსოვდეს, რომ ევროპის მხარდაჭერის გარეშე, შეერთებული შტატების გარეშე, რომლებიც პირდაპირ ჩართულნი არიან ამ პროცესში, ჩვენს ქვეყანაში რთული იქნება ვისაუბროთ უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე. ეს არის პროცესი, რომელსაც მხარს უჭერს და უშუალოდ მონაწილეობს ევროკავშირი, შეერთებული შტატები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენ შევძლოთ შეთანხმება, რაც შეუძლებელი იქნებოდა მედიატორების ჩართულობის გარეშე. ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები მაქსიმალურ შედეგს დებს იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და შევთანხმდეთ. მე იმედს ვიტოვებთ, რომ ამას შევძლებთ.

კომპრომისზე როცა ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, დეტალებზე საუბარი ძალიან რთულია, ჩვენ არ ვიცით რა დევს მაგიდაზე. ჩვენ ვიცით ამ მოლაპარაკებების რაუნდების პროცესში ვინ რაზე იყო წამსვლელი, სად იყო კომპრომისის შესაძლებლობა და სად არა და ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ მედიატორი მოამზადებს დოკუმენტს როგორც მან თქვა, სადაც არც ერთი მხარე არ მიიღებს 100%-ით იმას რასაც ითხოვდა, ორივე მხარეს მოუწევს, რომ კომპრომისს დათანხმდეს თუ ისინი წინ აყენებენ ქვეყნის ინტერესებს”, – განაცხადა სამნიძემ.

შეგახსენებთ, დღეს კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებების მაგიდაზე საბოლოოდ დადებს წინადადებებს.

ამავე თემაზე:

არ ვაპირებ ამ საკითხზე ახლა საუბარს – შარლ მიშელი არ აკონკრეტებს, რას მოელის მოლაპარაკებებიდან

კრიზისის განსამუხტად საჭიროა “ქართული ოცნების” მხრიდან ნაბიჯის გადადგმა: სერგი კაპანაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g