ბრედ პიტი და ინეს დე რამონი პაპარაცებმა ამჯერად სანტა-ბარბარას მზიან სანაპიროზე გადაიღეს. შეყვარებულები ქვიშიან სანაპიროზე ხელგადახვეულები სეირნობდნენ. 51 წლის ბრედ პიტი, როგორც ჩანს, 34 წლის დიზაინერთან თავს ბედნიერად გრძნობს.
ახალ ფოტოებზე ბრედ პიტი თეთრი ფერის პერანგსა და შარვალშია გამოწყობილი. ასევე თეთრი ქვედაბოლო და კედები აცვია ინეს დე რამონს.
წყვილის ახალი ფოტოები ბევრმა რომანტიკული ფილმის კადრებსაც შეადარა.
„როდესაც თავხედობა გეყო და ბრედ პიტის შემცვლელი იპოვე“ – ინეს დე რამონი პაემანზე?