LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრედ პიტი ფორმალურად კვლავ ანჯელინა ჯოლიზეა დაქორწინებული, ეს კი მას ინეს დე რამონთან ურთიერთობაში ხელს უშლის“ – ახალი დეტალები

149
page

ინსაიდერებმა გამოცემა „დეილი მეილის“ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ურთიერთობისა და დაუსრულებელი სასამართლო პროცესების შესახებ გაუზიარეს სიახლეები. ტაბლოიდების ცნობით, ექს-წყვილის სასამართლო პროცესები პიტისა და მისი ახალი შეყვარებული, ინეს დე რამონის ურთიერთობის პროგრესს აფერხებს.

„ბრედ პიტი ფორმალურად კვლავ ანჯელინა ჯოლიზეა დაქორწინებული, ეს კი მას ინეს დე რამონთან ურთიერთობაში უშლის ხელს“, – აცხადებს წყარო.

ცნობისთვის, ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი წყვილის განშორებიდან უკვე 8 წელი გავიდა, თუმცა, სასამართლო დავა ჯოლისა და პიტს შორის დაუსრულებლად გრძელდება. მართალია, ბრედმა ბავშვების მეურვეობაზე უარი განაცხადა, „შატო მირაველის“ საქმე კი ექს-მეუღლეს ჯოლიმ მოუგო, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მათი ომი მაინც გრძელდება. ინსაიდერების ცნობით, ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლის გაკოტრება სურს. ასევე ცნობილი გახდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჯოლის ქონება 100 მილიონი დოლარით გაიზარდა.

„ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლის გაკოტრება სურს“ – უახლესი დეტალები „ბრანჯელინას“ დაუსრულებელი ომის შესახებ

„ის დაიღალა მშობლების ომით“ – შაილო ჯოლი-პიტი ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შერიგებას სთხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები