ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი, შაილო მშობლებს ომის დასრულებას სთხოვს. გოგონა სულ მალე 18 წლის გახდება და მას მშობლებისგან სწორედ ეს საჩუქარი სურს. ამის შესახებ გამოცემა Life&Style წერს.
„ადრე შაილოს არ აინტერესებდა ეს საკითხი, ახლა კი მან პირველად დაიწყო ამაზე საუბარი, ის მშობლებს შერიგებისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ბოლოს და ბოლოს გაიზარდონ“ – აცხადებს ინსაიდერი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ გოგონა მამასთან საცხოვრებლად გადასვლას გეგმავს. რაც შეეხება „ბრანჯელინას“ ომს, ბრედმა ბავშვების მეურვეობაზე უარი განაცხადა, „შატო მირაველის“ საქმე კი ექს-მეუღლეს ჯოლიმ მოუგო, თუმცა მათი უთანხმოება მაინც გრძელდება.
„ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლის გაკოტრება სურს“ – უახლესი დეტალები „ბრანჯელინას“ დაუსრულებელი ომის შესახებ
შაილო ჯოლი-პიტი საცხოვრებლად მამასთან გადავიდა – რას ჰყევბა ინსაიდერი