LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქვით სცემა თავში, ისე რომ დაყვირებაც ვერ მოასწრო“ – საგარეჯოს კლინიკაში გარდაიცვალა 40 წლამდე ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა

1839
საგარეჯოში მოკლული ქალი - ციკო სულიკაშვილი

საგარეჯოში, კლინიკაში გარდაიცვალა 40 წლამდე ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა.

როგორც მოკლული ქალის ციკო სულიკაშვილის ახლობლები აცხადებენ, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე 8 დღის წინ სასტიკად სცემა. ის რამდენიმე დღე მკურნალობას კლინიკაში გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა.

„საშინელი ამბავი მოხდა. ის არაადამიანი ამნისტიით გამოვიდა ციხიდან, მუდმივად ძალადობდა ციკოზე [ყოფილ ცოლზე]. 2 შვილი დარჩათ, სკოლის მოსწავლეები.

სახლში მიაკითხა ბავშვს ვნახავო, წასვლისას უთქვამს, თუ შეიძლება გარეთ გამოდი სალაპარაკო მაქვსო და ქვით სცემა თავში, ისე რომ დაყვირებაც ვერ მოასწრო.

გახეთქილი ჰქონდა თავი. გაშორებულები იყვნენ და შემაკავებელი ორდერიც ყოფილა გაცემული, როგორც ვიცი“. – განაცხადა ambebi.ge-თან საუბრისას მოკლული ქალის ახლობელმა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს განუცხადეს, გამოძიება 11 პრიმა 10-ე და 11 პრიმა 381-ე მუხლებით დაიწყო. უწყების ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g