LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა აიძულებთ ადამიანებს, რომ ასეთი რისკის ფასად გადაწყვიტონ გადმოსვლა? ამ კითხვას ხელისუფლება, სამწუხაროდ, პასუხს ვერ სცემს: უჩა ნანუაშვილი

97
BeFunky-collage

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დირექტორმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა მდინარე ენგურზე გადასვლისას 4 ადამიანის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “რუსეთი და ოკუპაცია არის მთავარი სათავე პრობლემის, მაგრამ არის საკითხები, სადაც პრობლემა არის ჩვენი ხელისუფლების არაეფექტიან პოლიტიკაში”.

“რატომ მოდის ეს ხალხი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიებზე? რა აიძულებთ მათ, რომ ასეთი რისკის ფასად გადაწყვიტონ, რომ გადმოვიდნენ? ეს არის ის კითხვა, რომელსაც სამწუხაროდ, ხელისუფლება პასუხს ვერ სცემს.

რატომ არ ხდება შესაბამისი პროგრამების ამუშავება თუნდაც ადგილზე, რომ მოსახლეობას პანდემიის პირობებში ჰქონდეს დამატებითი რესურსი იმისთვის, რომ თავი გაიტანოს. გალში ადგილობრივები ვერ იღებენ სერვისებს, გადმოდიან იმისთვის, რომ აიღონ პენსია, დევნილის შემწეობა, იყიდონ მედიკამენტები, რომლებიც არ არის მანდ ან არის ძვირი”.- განაცხადა ნანუაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ნინი ხუგაშვილთან ერთად.

რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგებზე საუბრისას უჩა ნანუაშვილმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც გალელებს მისი თქმით, ოფიციალური თბილისის მიერ შემოღებული რეგულაცია უქმნის.

"პრეცედენტი, რომ კონკრეტულმა პირებმა პასუხი აგეს ენგურზე საზღვრის კვეთისას დაღუპულების გამო, არ არსებობს" - რა გზას გადიან ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას მოქალაქეები

"გამოსავალი, კარანტინთან დაკავშირებით, სწრაფი ტესტების დანერგვაა უშუალოდ რუხის ხიდზე, რაც ერთ-ერთი ცდა იქნებოდა იმის, რომ მოსახლეობას გაუმარტივდეს გადმოსვლა" - ნანუაშვილი

როგორც  ნანუაშვილმა აღნიშნა, შეიძლება მოიხსნას კარანტინი და დაინერგოს სწრაფი ტესტის პრაქტიკა, რისი რესურსიც მისივე შეფასებით, სახელმწიფოს ნამდვილად გააჩნია. ამ კონტექსტში, ყოფილი სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გალელებს, როგორც უცხოელებს ისე არ უნდა ვეპყრობოდეთ.

“გალში და საბერიოში არსებობს ორი დაწესებულება, რომელსაც აფინანსებს საქართველოს ხელისუფლება, რათა სამედიცინო სერვისი გაეწიოს ადგილობრივებს. როცა ასეთი მოცემულობა და რესურსია, კარგი იქნებოდა ამ სერვისების გაფართოება, უფრო ნაკლებ ადამიანს სჭირდებოდეს გადმოსვლა. იგივე შეიძლება ითქვას სხვა პროგრამებზე, თუნდაც დროებითი დახმარების პროგრამების ამუშავება.

როცა ვსაუბრობთ კარანტინზე, გალელები იგივე პროცედურებით გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, როგორც ნებისმიერი უცხოელი ტურისტი. არანაირი განსხვავება არ არის და ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი შეცდომაა. მესმის, რომ ეპიდსიტუაცია უნდა გაკონტროლდეს,მაგრამ აუცილებელია მათთვის უნდა იყოს გამარტივებული რეჟიმი.

გალში ნებისმიერი ოჯახის გაძლიერება ქართული სახელმწიფოს ინტერესია და ამაში ყველა რესურს უნდა დებდეს ხელისუფლება, რომ ისინი არ ტოვებდნენ გალს. ახალგორიც იცლება ყოველწლიურად ქართული მოსახლეობისგან” – განაცხადა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” უჩა ნანუაშვილმა.

 

მხოლოდ 3 თვეში, 3 ათასზე მეტი გალელი დააკვეს, რუსი სამხედროების რაოდენობა კი 4 000-ს აღწევს: უჩა ნანუაშვილი საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g