LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ეს, თუ არა მიზანმიმართული განადგურება და უბრალოდ ჩვენი გაქრობის მცდელობა – დღეს ჩატარდება „ივენთები!!!“ – კლუბ „მტკვარზე“-ს დამფუძნებელი

183
ქეთა ორბელაძე

ღამის კლუბ – „მტკვარზე“-ს დამფუძნებელი ქეთა გაბუნია შრომის ინსპექციის განცხადებას კლუბების შესაძლო გახსნის თაობაზე, სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიზანმიმართული განადგურებისა და უბრალოდ ღამის კლუბების გაქრობის მცდელობაა.

როგორც ქეთა გაბუნია ამბობს, ყველა ტექნიკური საკითხი საიმისოდ, რომ აღნიშნულ ღამის კლუბში უსაფრთხოების ნორმები დაცული ყოფილიყო, წინასწარ შეთანხმებული იყო.

„2 წლიანი ლოდინის მერე, ძლივს ვიხსნებით. იმის ფონზე, როცა ათასობით ადამიანს კრებენ მოედნებზე საახალწლო ღონისძიებებზე, თურმე კლუბები საფრთხის შემცველი ადგილები ვართ.

თვეებია მიდის კვლევები, გახსნის პროტოკოლის შემუშავება, წესების დადგენა და უსაფრთხო ივენთებისთვის მომზადება, რომ უბრალოდ არ გავნადგურდეთ და ახალი წლის პერიოდი მაინც გამოვიყენოთ ოდნავ გონზე მოსასვლელად.

ბსოლუტურად ყველა პუნქტი გავლილი და შეთანხმებულია, სავენტილაციო სისტემის ტექნიკური მახასიათებლებით დაწყებული, ტევადობის და შიგნით ოპერირების საკითხებით დამთავრებული.

მათ დიდი ხანია იციან რომ 17-18 დეკემბერს ვიხსნებით და ოფიციალურ დასტურს საკოორდინაციო საბჭოსგან ველოდებოდით დღესაც, რადგან წინა 2 გადაიდო ჯერ მინისტრის გადადგომის და შემდეგ პრემიერის მივლინების გამო.

აი ახლა, საღამოს 6 საათზე ვკითხულობთ ამას. რა არის ეს, თუ არა მიზანმიმართული განადგურება და უბრალოდ ჩვენი გაქრობის მცდელობა.

დღეს ჩატარდება ივენთები!!!“ – წერს ქეთა გაბუნია „ფეისბუქზე.“

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ შრომის ინსპექციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g