LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება” – კორონავირუსის გამო კლუბი “მტკვარზე” იხურება

271
1735455

თბილისში არსებულმა კლუბმა “მტკვარზე”, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ასარიდებლად, კლუბის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ კლუბის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში დაწერა.

სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სტუქტურებს რეკომენდაცია ეძლევათ დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ

“ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს და საჯარო შეკრებები მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ახლა დროა გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რომ ვირუსის გავრცელებას ხელი შევუშალოთ, რისთვისაც თითოეული მოქალაქის და ბიზნესის პასუხისმგებლობა და სწორი მოქმედება მნიშვნელოვანია. ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ვთვლით,რომ აუცილებელი და წინდახედული ნაბიჯია. იმედია, ძალიან მალე გაქრება საფრთხეები და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და საცეკვაო მოედნებს. სიყვარულით “მტკვარზე””, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებს დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია მისცა.

ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე, რომლის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები