რა არის ფსიქოონკოლოგია – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ნანა ფაცაციამ ისაუბრა.
საქართველოში წელს პირველად, 9 აპრილს აღინიშნა ფსიქოონკოლოგიის საერთაშორისო დღე…
ეს დღე ეძღვნება დოქტორ ჯიმი ჰოლანდის მემკვიდრეობას, რომელიც ფსიქოონკოლოგიის სფეროს პიონერად ითვლება. ამ დღის მიზანია ფსიქოონკოლოგიის გლობალური ხილვადობის და გავლენის ამაღლება, ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა ფსიქოლოგიური და ემოციური საჭიროებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ფსიქოონკოლოგიის ინტეგრაცია კიბოს მკურნალობის პროცესში.
საქართველოს ფსიქოონკოლოგიის საზოგადოება (GPOS) არის ფსიქოონკოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების (IPOS) წევრი, შესაბამისად, აქტიურად არის ჩართული ყველა იმ აქტივობებში და ღონისძიებებში, რომელიც იგეგმება საერთაშორისო ასპარეზზე ფსიქოონკოლოგიის მიმართულებით.
ფსიქოონკოლოგიის საერთაშორისო დღის გზავნილია ხელი შეუწყობს საზოგადოებისა და ჯანდაცვის პროფესიონალების ინფორმირებას კიბოს მქონე პაციენტების ფსიქოსოციალური მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ, რაც საბოლოოდ გააუმჯობესებს პაციენტის ზრუნვის ხარისხს.
რა არის ფსიქოონკოლოგია?
ფსიქოონკოლოგია შედარებით ახალი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დისციპლინაა, რომელიც აერთიანებს ფსიქოლოგიას, ფსიქიატრიას, ონკოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებს. ფსიქოონკოლოგიის მთავარი მიზანია ონკოლოგიური პაციენტებისა და მათ ოჯახის წევრების ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა დაავადების ყველა ეტაპზე.
ფსიქოონკოლოგიის მთავარი სამიზნე კომპონენტებია:
ფსიქოონკოლოგია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს დაავადების დიაგნოსტირებიდან მთელი მკურნალობის პროცესში.
რა როლი აქვს ჰოლისტურ მიდგომას ფსიქოონკოლოგიაში?
ფსიქოონკოლოგიის ჰოლისტური მოდელი გულისხმობს, რომ კიბოს მკურნალობისას აუცილებელია ფიზიკური სიმპტომების მართვასთან ერთად, ფსიქოლოგიური, ემოციური, სოციალური და სულიერი მხარდაჭერაც. ჰოლისტური მიდგომა აერთიანებს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ პაციენტის საერთო კეთილდღეობისთვის.
ჰოლისტური მიდგომა ფსიქოონკოლოგიაში გულისხმობს ადამიანის აღქმას, როგორც სხეულის გონების და ემოციების ერთიანობას, ის ეყრდნობა არა მხოლოდ სამედიცინო მკურნალობას, არამედ ემოციურ, სოციალურ და სულიერი კეთილდღეობის უზრუნველყოფას.
ეს მიდგომა ფსიქოონკოლოგიაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ვინაიდან ის ადამიანის მთელ ცხოვრებას ცვლის და სწორედ ამიტომ საჭიროა მრავალმხრივი და ინტეგრირებული დახმარება.