რა შეიძლება იყოს კორონავირუსზე უფრო საშინელი, მაშინ, როდესაც მსოფლიო თავდაყირა დააყენა ამ ახალმა ვირუსმა.
ამ კითხვაზე რომის პაპს ფრანცისკეს ცოტა უჩვეულო და ერთი შეხედვით დაუჯერებელი პასუხი აქვს. მისი თქმით კორონავირუსზე უფრო დიდი საშინელება ჭორაობაა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
6 სექტემბრის ქადაგებისას რომის პაპმა მრევლს ჭორაობისგან გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
რომის პაპმა ასევე დასძინა, რომ ეშმაკი ყველაზე დიდი ჭორიკანაა, რომელსაც კათოლიკური ეკლესიის გაყოფა სურს.
„დებო და ძმებო, მოდით ნუ ვიჭორავებთ, ჭორაობა კოვიდზე უარესი ჭირია“, – განაცხადა რომის პაპმა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რომის პაპმა ჭორაობა მკაცრად გააკრიტიკა. 2016 წელს მან ასევე მკაცრად გააკერიტიკა ჭორიკნები და მღვდლებსა და მონაზვნებს მოუწოდა, არ გაეზარდათ „ჭორაობის ტერორიზმი“ და წინააღმდეგობა გაეწიათ საზოგადოებაში ზღაპრების გავრცელების ცდუნებისთვის.