რა არის შფოთვითი აშლილობა – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოთერაპევტმა მარინა ალთუნაშვილმა ისაუბრა.
რა არის შფოთვითი აშლილობა?
შფოთვითი აშლილობა არის მდგომარეობა, როცა ადამიანი განიცდის მუდმივ შინაგან დაძაბულობას, შიშს, მოუსვენრობას – ხშირად კონკრეტული მიზეზის გარეშეც.
ამ მდგომარეობას ხშირად ახლავს:
ზოგჯერ ადამიანი ვერც ხვდება, რომ მას შფოთვა აწუხებს – მხოლოდ იმას გრძნობს, რომ მუდმივად დაღლილია, ან „რაღაც ვერ არის კარგად“.
როგორ ეხმარება მუსიკათერაპია?
მუსიკათერაპია არის პროფესიული თერაპიული პროცესი, სადაც ვიყენებთ მუსიკას – როგორც აქტიურ (ინსტრუმენტებზე დაკვრით, იმპროვიზაციით), ასევე რეცეპტიულ ფორმებში (მოსმენით, მედიტაციით).
მნიშვნელოვანია, რომ მუსიკათერაპიაში არ არის საჭირო მუსიკალური ცოდნა.
შფოთვითი აშლილობის მქონე ზრდასრულ ადამიანებთან, მუსიკა ეხმარება:
მუსიკა როგორც გზა და მხარდაჭერა…
მუსიკა გავლენას ახდენს ტვინზე, სხეულზე და ემოციებზე ერთდროულად.
ის ხელს უწყობს დაძაბული ნერვული სისტემის დამშვიდებას, ქვეცნობიერ ემოციებთან წვდომას და – რაც ყველაზე მთავარია – ადამიანში შიგნიდან აღძრავს სიმშვიდესა და სიცოცხლის ძალას.
შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ მუსიკა კურნავს?
არა პირდაპირი მნიშვნელობით. მუსიკა არ ცვლის წამლებს, მაგრამ ის ძალიან ღრმად მოქმედებს ადამიანზე.
ის ქმნის უსაფრთხო სივრცეს – სადაც ადამიანი თავს არ განიკითხავს, სადაც შეიძლება უბრალოდ იყოს, იმღეროს, გაჩუმდეს… და ამაში ტკივილის გარეშე გამოხატოს ის, რაც შიგნით უჭირს.