LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის სულიერი მარტოობა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

342
ninipetriashvili-7254

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის სულიერი მარტოობა – გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი ნინი პეტრიაშვილი.

რა არის სულიერი მარტოობა?

ხშირად გვესმის ადამიანებისგან, რომ თავს მარტოსულად გრძნობენ მაშინაც კი, როცა მათ გარემოცვაში უამრავი ადამიანია. მარტოობის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა, ყველა ადამიანი ინდივიდია და თითოეული სხვადასხვაგვარად აღიქვამს მარტოობას. ხშირად შეიძლება ეს ჩვენს ბავშვობაში მიღებულ სულიერ ტრამვებსაც უკავშირდებოდეს. მაგრამ, რა თქმა უნდა ყველაფერი ბავშვობის დროინდელი აღქმიდან არ მოდის.

ადამიანი არის ერთი მთლიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ როგორც ერთი მთელი, ვართ ფიზიკური მოცემულობა, ვართ ფსიქოლოგიური მოცემულობა, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ ვართ სოციალური მოცემულობაც. პრობლემა, რომელიც შეიძლება სოციუმში გვაქვს, აისახება ფსიქიკაზე. თუ არ ხდება მისი გადახარშვა, გადამუშავება, ეს აისახება სხეულზე, სომატიკაზე და ასე წარმოვიქმნებით ფიზიოფსიქოსოციალურ არსებებად.

მიზეზი, რის გამოც ადამიანები განსხვავებულად აღვიქვამთ პრობლემებს, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: ეს არის სხეულის ფაქტორი (ადამიანის ფიზიკური მახასიათებლები), დროის ფაქტორი (ისტორიული ეპოქა, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი) და გარემოს ფაქტორი(მიკრო-გარემო, რომელშიც დაიბადა და განვითარდა).

რას ვგრძნობთ სულერი მარტოობისას? როგორი ფიქრები მოგვდის თავში?

ამ დროს შეიძლება უამრავმა ცუდმა აზრმა გაიელვოს ჩვენს ფიქრებში: რომ ჩვენი არ ესმით, არ ვართ საკმარისი. თითქოს ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბედნიერიები ვიყოთ, მაგრამ თავს არ ვგრძნობთ ბედნიერად, და შეიძლება სუიციდურმა აზრებმაც  კი გაიელვოს ჩვენს გონებაში.

რა შეიძლება გამოიწვიოს სულიერმა მარტოობამ?

ხშირად მარტოობის ნეგატიური მხარეები მაშინ იჩენს თავს, როდესაც ის ხანგრძლივი ხდება. შეიძლება გამოიწვიოს შესამჩნევი ფიზიკური და ფსიქიკური ცვლილებები, გააძლიეროს სტრესის მოქმედება ორგანიზმზე, ასევე გამოიწვიოს შფოთვები, შიშები, თვითშეფასების დადაბლება და სხვ.

უსიამოვნო გრძნობებისგან და ფიქრებისგან თავის დასაღწევად ზოგიერთი ადამიანი იწყებს ალკოჰოლის და ნარკოტიკის მოხმარებას. ვითარდება ფსიქოსომატური დაავადებები, უძილობა, დეპრესია.

21 საუკუნეში ადამიანებს ბევრი ინფორმაციის მოძებნის საშუალება მოგვეცა და მრავალი გზა შეიძლება გამოვნახოთ, თუ როგორ გავუმკლავდეთ ჩვენს ემოციებს, მაგრამ გვაქვს მომენტები, როდესაც მარტოობასთან გამკლავება დამოუკიდებლად არ გვემარტივება.  შესაბამისად, თუ ფიქრობთ, რომ ვერ ერევით პრობლემას, კარგი იქნება თუ მიმართავთ ფსიქოთერაპევტს.

რა როლი მიუძღვის ამ დროს ფსიქოთრაპევტს?

ფსიქოთრაპევტთან ვიზიტი გვეხმარება იმის გააზრებაში, რომ ჩვენ მარტო არ ვართ. ფაქტი, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ მტკივნეულად, რამაც გვაგრძნობინა სულიერი მარტოობა,  შეიძლება არ იყოს ისეთ ნეგატიური და ეს მხოლოდ ჩვენი აღქმა იყოს კონკრეტულ მოვლენაზე.  გვეხმარება გავიგოთ, საიდან მოდის ეს ემოცია, რა ფაქტს უკავშირდება კონკრეტულად.

ხშირად ისმის კითხვა, თუ რამდენი სესიაა საჭირო პრობლემის აღმოსაფხვრელად?

რა თქმა უნდა ესეც ინდივიდუალურია. შეიძლება კლიენტს ერთი სესიაც  ეყოს იმის გასაცნობიერებლად, რომ ის მარტო არაა, დაიცალოს ემოციურად ადამიანთან, რომელიც არც მის გაკიცხვას აპირებს თავისი ფიქრების გამო და არც მის შეფასებას, უბრალოდ იღებს მას ისეთს, როგორიც არის.

თუმცა არის შემთხვევები, როდესაც პრობლემა იმაზე მწვავე და ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს,  ამ შემთხვევაში მეტი კონსულტაციაა  საჭირო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g