LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა აშენდება დეზერტირების ბაზრობის ტერიტორიაზე – მერია გადაწყვეტილებას 10 თებერვალს მიიღებს

278
დეზერტირები

დეზერტირების ბაზრობის ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იგეგმება. ნებართვის მისაღებად დედაქალაქის მერიას „თბილისი მოლმა“ მიმართა.

როგორც პროექტში ჩანს, შენობა 17.5 მეტრის იქნება და მასში ორსართულიანი სავაჭრო ცენტრი განთავსდება. განაშენიანების საერთო ფართობი 17,994 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის განაცხადზე პასუხი 2023 წლის 10 თებერვალს იქნება.

„შენობა მიეკუთვნება IV კლასს. შენობა ტემპერატურულ-სეისმური ნაკერით დაყოფილია ორ დამოუკიდებელ, კონსტრუქციულ ნაწილად. ინტერიერში გათვალისწინებულია კომერციული ფართების მოწყობა. ასევე შენობას შუა ნაწილში გააჩნია ატრიუმი,“- აღნიშნულია განაცხადში.

დეზერტირების ბაზრობა CBS ჯგუფის საკუთრებას წარმოადგენს. კომპანიის 26%-იან წილს ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ფლობს. ბიზნეს რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 20%-იანი წილის მფლობელია ლაერტ ზუბადალაშვილი; 44%-ის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ჰოლდექს ინტერსეილს კორპი, ხოლო 10%-ს ფიზიკური პირი ილონა მეტრეველი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g