ცნობილი ქართველი მომღერალი, ქეთი მელუა, მეორე შვილის დედა გახდა.
როგორც სოციალურ ქსელში მომღერალი წერს, შვილს მაქსი დაარქვეს:
„ჩვენი ახალი წევრი, მაქსი გაჩნდა! რა ბედნიერი ვარ, რომ ორი უსაყვარლესი ბიჭის დედა ვარ. სანდრო ჯერჯერობით საუკეთესო უფროსი ძმაა, იმედია ასეც გაგრძელდება!“ – წერს ქეთი მელუა და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.
