LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი მელუა მეორე შვილს ელოდება – რა კადრებს გვიზიარებს მომღერალი

144
ქეთი მელუა

მომღერალი ქეთი მელუა მეორე შვილს ელოდება. ცნობილმა მომღერალმა სასიხარულო სიახლე სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს თავად გაუზიარა.

ქეთიმ ისლანდიაში, „ცისფერ ლაგუნაში“ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი ორსულობა უკვე აშკარად ჩანს.

ბოლო კონცერტზე გადაღებულ ფოტოებშიც უკვე აშკარად ჩანს, რომ მომღერალი მალე დედა გახდება.

გამომწერებმა მომღერალს უამრავი მილოცვა გაუგზავნეს.

ცნობისთვის, ქეთის უკვე ჰყავს 3 წლის ვაჟი, სანდრო, რომელიც 2022 წლის დეკემბერში შეეძინა.

მომღერალი წარსულში ღიად საუბრობდა დედობასთან დაკავშირებულ შიშებზე, ფიქრობდა, რომ რეპროდუქციული პრობლემები ჰქონდა.

ფოტო: „სანამ დედა გავხდებოდი, ვერ წარმომედგინა როგორ შევძლებდი ვყოფილიყავი საუკეთესო მშობელი ჩემი შვილისთვის“ – ქეთი მელუა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g