LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ცემენტით ვაშენებთ – 28 სახეობიდან ევროსტანდარტი მხოლოდ 9-მ დააკმაყოფილა

123
20180814192339

დღეს 14:00 საათზე, “ჰაიდელბერგცემენტის” სათავო ოფისში (მის: ალ. ყაზბეგის გამზ. 21) საქართველოს ცემენტის ასოციაციის რიგით მეშვიდე პრესკონფერენცია გაიმართება.

2019 წლის ივლისის ფარული ტესტირების შედეგების მიხედვით ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის ოცდარვა (28) სახეობიდან მხოლოდ 6 კომპანიის ცხრა (9) პროდუქტმა (32%) დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 სტანდარტი. ცხრა (9) ნიმუშიდან ოთხი (4) საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრთა პროდუქციაა.  შემოწმებული ოცდარვა (28) ნიმუშიდან ცხრამეტმა (19) ვერ გადალახა ბარიერი, აქედან ხუთმა (5) კი 28 დღის შემდეგ, შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებლზე  კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა (<10 მპა).

აღსანიშნავია, რომ იმ ექვსი (6) კომპანიიდან, რომელთა პროდუქციამაც გადალახა სტანდარტით გათვალისწინებული ბარიერი, 3 მათგანი ცემენტის წარმოებისთვის მოიხმარს ადგილობრივად წარმოებულ კლინკერს, ხოლო მათი წილი ჯამური წარმოებული ცემენტის მოცულობის 70% შეადგენს, ხოლო დანარჩენი ცხრამეტი (19) პროდუქტი, რომლებმაც შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებლებელზე დაბალი შედეგი აჩვენეს, სრულად წარმოებულია იმპორტირებული კლინკერით.

2019 წლის ივლისის ფარული ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ცემენტის მწარმოებელი კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა 2019 წლის იანვრის ტესტირების შემდეგ გააუარესა პროდუქციის ხარისხი. კერძოდ, იანვრის თვეში შემოწმებული ოცდაცხრა (29) ნიმუშიდან თხუთმეტმა (15) გადალახა სტანდარტით გათვალისწინებული ბარიერი (52%), ხოლო შემოწმებული ოცდაცხრა (29) ნიმუშიდან თოთხმეტმა (14) ვერ გადალახა, აქედან შვიდმა (7) კი შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებლზე  კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა (<15 მპა).

2019 წლის ივლისში, საქართველოს ცემენტის ასოციაციის წარმომადგენლებმა გამართეს  შეხვედრა ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, სადაც სააგენტოს გადასცეს კვლევის შედეგები და ასევე გააცნეს საქართველოს ცემენტის ბაზარზე არსებული სავალალო მდგომარეობა. შეგახსნებთ, რომ 2019 წლის 15 იანვრიდან  ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. საქართველოს ცემენტის ასოციაცია იმედოვნებს, რომ სააგენტო იქნება აქტიური და შეურიგებელი უხარისხო პროდუქციასთან ბრძოლის საკითხში.

ცნობისათვის, 2017 წლიდან საქართველოს ცემენტის ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს ცემენტის ღია ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის 7 ფარული ტესტირება ჩატარდა. 242 შემოწმებული შეფუთული ცემენტიდან, მხოლოდ 33% აკმაყოფილებს სტანდარტს EN197-1, დანარჩენი საგანგაშო 67%-მა ვერ გადალახა საჭირო ბარიერი. საქართველოს ცემენტის ასოციაციის მიზანია ადგილობრივი ცემენტის მწარმოებლების ხელშეწყობა, რათა აწარმოონ მაღალი ხარისხის პროდუქცია და ამ მხრივ მაქსიმალური გამჭვირვალეობის შექმნა ქართველი მომხმარებლისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g