LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ცვლილებები შედის პირველი ივნისიდან შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილ პროგრამაში – სახალხო პლატფორმა

27
ირინა გობეჯიშვილი

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილ პროგრამაში ცვლილებები შედის. ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომელმა ირინა გობეჯიშვილმა ისაუბრა.

კონკრეტულად რას ეხება ცვლილებები?

პირველი ივნისიდან, ინსულინისა და დიაბეტის მართვისთვის საჭირო მასალების – ტესტის ჩხირებისა და სისხლის ასაღები ნემსების 3-თვიანი მარაგები გაიცემა. მშობლები და ბენეფიციარები, სახარჯ მასალებსაც, ინსულინთან ერთად, იმავე ლოკაციაზე მიიღებენ. დაკორექტირდა გაცემის თარიღიც – ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, მარაგები, მათთვის განსაზღვრულ კონკრეტულ რიცხვამდე, 10 დღით ადრე, ნებისმიერ დროს მიიღონ.

რაც შეეხება გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას, ამ მიმართულებით თუ გექნებათ ცვლილება?

გაიზარდა დიაბეტის მართვის პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა – მარაგები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახლა უკვე 60 სააფთიაქო დაწესებულებაში გაიცემა, გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას კი, ბენეფიციარებს, თბილისსა და რეგიონებში, 10 სხვადასხვა დაწესებულება მიაწვდის.

როგორც ვიცი, ცვლილებები ეხება მოწყობილობასაც, კონკრეტულად  შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვებისთვის…

დიახ ისინი Medtronic-ის უახლეს, მე-4 თაობის მოწყობილობებს მიიღებენ, რომლებიც, მონაცემების ასახვისათვის, კალიბრაციას არ ითხოვს. Medtronic-ის CGM სისტემის გამოსაყენებლად, საჭიროების შემთხვევაში, მობილურ ტელეფონებს, სამინისტრო, თავად შეისყიდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები