LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა დროს ვადამდელი არჩევნებია, თებერვალი დადგა” – ირაკლი კობახიძე

148
53813270-2811550552402596-3774944054643523584-o

“ქართული ოცნების” უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი კობახიძე პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის შეფასებისას, აცხადებს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” წინა აქციასთან შედარებით, მეტი ხალხი ვერ შეკრიბა.

“პოლიტიკური კრიზისის სახე არის ის, რაც ხდება ჭიშკართან, ადრე 200 „ნაცი“ იკრიბებოდა და ახლა 200 „ნაციც“ ვერ იკრიბება, ისინი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში, – აცხადებს კობახიძე და განმარტავს, რომ არავითარი ვადამდელი არჩევნები საქართველოში არ გაიმართება.

"იყვნენ ასე დამალულები, მაგრამ როდემდე": ოპოზიცია პროტესტის რეჟიმში რჩება

"ყველგან იქნება დისკომფორტი, დაუძინებელი მტრები ვიქნებით ბიძინასი და მისი მონების“.

„რა დროს ვადამდელი არჩევნებია. თებერვალი დადგა, ოქტომბერში ისედაც უწევს არჩევნები, თუ ოქტომბრის არჩევნებს ეძახით ვადამდელ არჩევნებს, მაშინ შეგიძლიათ თქვათ, რომ ვადამდელი არჩევნებია. არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ არის, უნიათობაში 60 ოლიმპიური ჩემპიონი დგას ჭიშკართან, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

“200 კაცით მუშტებს ნუ აბრახუნებენ” – ირაკლი კობახიძე

რაც შეეხება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესს, კობახიძე აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია ოპოზიციისგან ელოდება პასუხს შეთავაზებაზე.

„კონსულტაციების რეჟიმში ვართ, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე ოპოზიციასთან და იმედი გვაქვს, რომ შეთანხმებით დავასრულებთ ამ მოლაპარაკებებს, ამის ყველანაირი რესურსი არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე. დღეს ვერანაირ დამატებით განცხადებას ვერ გავაკეთებთ, გაგრძელდება კონსულტაციები. გვაქვს იმედი, რომ შეთანხმებას მივაღწევთ კონკრეტულ მოდელთან მიმართებაში. ვფიქრობ, ინტერესები გადაიკვეთება და ასეთ შემთხვევაში ჩამოვყალიბდებით ისეთ მოდელზე, რომელიც საბოლოო ჯამში იქნება კონსენსუსი, თუ არადა ჩატარდება არჩევნები იმ მოდელით, როგორიც არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები