LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ეღირება და სად იფრენს “საჰაერო ტაქსები”?

128

”საჰაერო ტაქსების” გამოჩენას საქართველოში ნოემბრის თვეში ვარაუდობენ. როგორც ”ფორტუნას” “აჭარა ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განუცხადა, კომპანია ფრენებისთვის ლიცენზიის მიღებას ელოდება.

”სულ ცოტა ხნის წინ შევიტანეთ ყველა დოკუმენტი ლიცენზიაზე. სავარაუდოდ, ეს პროცესი ცოტა გაიწელება და ნოემბრისკენ დასრულდება. მას შემდეგ რაც გვექნება ფრენის ლიცენზია, ქართულ ავიასივრცეში ”ტაქსებიც” გამოჩნდება”, – განაცხადა  ჩეხერიამ.

მისივე ინფორმაციით, თავდაპირველად ქვეყნის მასშტაბით 2 ”ტაქსი” იფრენს, მოთხოვნის ზრდის პარალელურად კი მათი რაოდენობაც გაიზრდება.

”დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი გაამართლებს და ”საჰაერო ტაქსებზე” მოთხოვნა იქნება, შესაბამისად, დამატებით კიდევ რამდენიმე საფრენ აპარატს შევიძენთ. ამ ეტაპზე ასეთი ერთი, 6-ადგილიანი აპარატი გვაქვს. ამასთან, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ამერიკულ კომპანია Beechcraft-თან, რომლისგანაც მეორე , 12-ადგილიან ”ტაქსს” შევიძენთ”, -აღნიშნა “აჭარა ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ტაქსები ძირითადად უცხოელ ტურისტებზე იქნება გათვლილი, თუმცა იმ ადგილობრივებსაც მოემსახურება, რომლებსაც ქვეყნის დათვალიერება და ტურისტული ადგილების მონახულება სურთ.  როგორც ვალერი ჩეხერიამ განმარტა, ფრენის ღირებულება საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება და ტარიფი მას შემდეგ დადგინდება, რაც კომპანია ფრენაზე ლიცენზიას მიიღებს.

ცნობისთვის,  საჰაერო ტაქსი პირველ ეტაპზე იმ მიმართულებით იფრენს, სადაც აეროდრომები არსებობს. (ყაზბეგის, ბათუმის, სვანეთის და სხვა მიმათულებით)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g