LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ეღირება პირველი ქართული ტელევიზორი და როდის გამოჩნდება ის ბაზარზე?

158

კომპანია ”AG მიკროელექტრონიქსის”  მიერ წარმოებული პირველი ქართული ტეველიზორები ბაზარზე მიმდინარე წლის მაისიდან გამოვა.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა სოსო მაზმიშვილმა განუცხადა, ტელევიზორის ასაწყობად საჭირო ტექნიკა ”AG მიკროელექტრონიქსს”  გამოწერილი აქვს და კომპონენტების ჩამოსვლისთანავე, წარმოებას დაიწყებს.

”საწყის ეტაპზე 1200 ტელევიზორს ავაწყობთ. ფასები კი დამოკიდებულია  ეკრანის ზომაზე და ის 200 დოლარიდან დაიწყება. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი პრეცედენტი ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა, ვფიქრობ, რომ ადგილობრივად  ქართულ ტელევიზორებზე მოთხოვნა იქნება. თუ გავითვალისწინებთ ფასსა და ხარისხსაც, წესით რეალიზაციის პრობლემა არ უნდა გვქონდეს”, -განაცხადა ”AG მიკროელექტრონიქსის”  ფინანსურმა დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, ქართული ტელევიზორები  დიდი სავაჭრო ქსელებში გაიყიდება, რომელთანაც ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კომპანია ”AG მიკროელექტრონიქსი” 2014 წელს დაარსდა.  საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავში და აქ 40 ადამიანია დასაქმებული. კომპანია ამ ეტაპზე led-ნათურებს აწარმოებს, რომელთა გაყიდვებიც ადგილობრივად ხორციელდება. უახლოეს თვეებში კი მეზობელ ქვეყნებში მათი ექსპორტზე გატანა იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები