თბილისის ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, კოტე აფხაზის ქუჩასა და აბანოთუბანში საათობრივი პარკირების საფასური 1-დან 3 ლარამდე იქნება.
პროექტი საპილოტეა და 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდება, მას შემდეგ, რაც მერიის მიერ შეძენილი ახალი ავტობუსები ადგილზე იქნება.
„1-ელი ივლისის მდგომარეობით ვერ მოესწრო ავტობუსების შემოსვლა სრული რაოდენობით, 1-ელი აგვისტოსთვის ჩვენ უკვე სრულად მზად ვიქნებით. ავტობუსებს რამდენად გაატარებს კოტე აფხაზის ქუჩა დატესტილია. სამი სხვადასხვა სამარშრუტო ხაზი იმუშავებს კოტე აფხაზის ქუჩაზე, რომელიც აქამდე არ მოძრაობდა. გაბარიტები გაზომილია და ავტობუსები შესულია. ფასებს რაც შეეხება, საკრებულომ დაამტკიცა სამდონიანი ტარიფი – ეს არის 1 ლარი, 2 ლარი და 3 ლარი”, – განაცხადა ხმალაძემ.