LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორ წილოსანი: „თუ თანამშრომელი ღირებულია, დამსაქმებელს შეუძლია უყიდოს ზონალურ-საათობრივი პარკირების აბონემენტი“

132
ვიქტორ წილოსანი

1-ლი ივლისიდან თბილისის კიდევ 32 ქუჩქაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.

მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მიზანი ურბანული სივრცის სწორად განაწილებაა.

როგორც ვიქტორ წილოსანმა „პალიტანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, ადამიანებს, რომლებსაც სამსახურის გამო დიდი ხნით უწევთ ავტომობილის გაჩერება და საფასურიც მაღალია, შეუძლიათ საშვები კომპანიებმა შეუძინონ, თუ ისინი ღირებული თანამშრომლები არიან.

„მე, პირდაპირ ვამბობ, თანამშრომლებს, რომლებზეც საჭიროდ ვთვლი, რომ ავტომობილით იმოძრაონ, გუშინ გავეცი დავალება შევუძინოთ საშვები. პეკინის მაგალითზე თავდაპირველად იყო შოკური მიდგომა, მაგრამ ახლა 90%-ზე მეტი დატვირთვა არ გვაქვს, მაგრამ ეს მოხდა იმის ხარჯზე, რომ ავტომობილებმა გადაინაცვლეს ქუჩებზე, რომლებზეც ახლა ამოქმედდება ზონალური პარკირების სისტემა. სადმე თუ ისევ შეიქმნება პრობლემა, იმ ქუჩებზეც დაწესდება იგივე მექანიზმი.“ – განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

მისივე თქმით, შშმ პირებისთვის და ელექტრო ავტომობილებისთვის პარკირება იქნება უფასო, ხოლო ტაქსებისთვის დარჩება სივრცეები, სადაც ასევე, უფასოდ შეძლებენ ავტომობილების გაჩერებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები