LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი დიღმიდან გამოსვლა ფიზიკურად წარმოუდგენელია.. მრცხვენია“ – წილოსანი წერეთლის რეაბილიტაციის გამო შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს იხდის

315
წილოსანი

„მრცხვენია დიდი დიღმელების და მინდა მათ ბოდიში მოვუხადო, იმიტომ რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას, დიდი დიღმიდან გამოსვლა ფიზიკურად წარმოუდგენელია“, – ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა განაცხადა და თქვა, რომ ეს რეფორმა მტკივნეულია.

„ვნახავთ გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გადაჭედილ გაჩერებებს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებით“ – კალაძე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შესახებ

აღნიშნული საკითხის შესახებ წილოსანმა, BMG tv-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა:

„ეს არ არის ისეთი რეფორმა, რომელიც რაღაც კონკრეტულს ეხება, ეს ყველას ეხება, რადგან გადაადგილების პრობლემა ეხება ყველას, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე ავტომობილით, ქვეითად მოსიარულეს.

„წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდება განსაზღვრულ დროს – 2024 წლის იანვრის ბოლოს“ – მერია პროექტის ვადის ცვლილებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს 

„მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ ენდობიან ყალბ ინფორმაციებს და თბილისის მუნიც.იპალიტეტის შესახებ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ თბილისის მერიის პრესსამსახურთან“

გაცილებით დიდი პრობლემა ქვეითად მოსიარულეებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაა, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს“. – განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, რის გამოც წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდა.

თბილისის მერიის მიერ არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში დასრულდება.

კალაძე: „ისე არიან დაბოღმილები, არ იციან, რა თქვან.. წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება.. ბოდიში დისკომფორტისთვის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები