LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ – შსს-ს ცნობით, დაკავებულია 3 პირი

175
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა 1966 წელს დაბადებული ა.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო წარსულში ნასამართლევი პირები: 1969 წელს დაბადებული თ.ზ. და 1993 წელს დაბადებული ბ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ბრალდებულმა ა.ჯ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში, დიდ დიღომში, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1993 წელს დაბადებულ გ.ჯ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ა.ჯ ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაჭრის ფაქტს შეესწრნენ – ბ.ჯ. და თ.ზ., თუმცა მათ პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფრომაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. 

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ა.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო წარსულში ნასამართლევი პირები: 1969 წელს დაბადებული თ.ზ. და 1993 წელს დაბადებული ბ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვრცლად: police.ge/page/1029

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Thursday 26 September 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები