LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორ წილოსანი: „წავიკითხე კანონი, ვერაფერი მსგავსი ვერ ამოვიკითხე, რაც დაგვაშორებს ევროკავშირს“

176
ვიქტორ წილოსანი

„წავიკითხე კანონი. ვერაფერი მსგავსი ვერ ამოვიკითხე, რაც დაგვაშორებს ევროკავშირს“, – ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„შევეცდები მარტივად ავხსნა, რა უბედურებას ითვალისწინებს ახალი კანონი.. მისი მიღება პირდაპირ ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს მოსპობას და განადგურებას“ – რას წერს სამართლის დოქტორი

ვიქტორ წილოსანის განცხადებით, „ამ კანონის შედეგად, მედია ბევრად უფრო კვალიფიციური გახდება“.

„რა თქმა უნდა, პრობლემა საკუთარ თავში ვეძებე და ვკითხე ამ კანონის მოწინააღმდეგე ჩემს კვალიფიციურ მეგობრებს. (იურისტებს, ჟურნალისტებს და ა. შ.), სამწუხაროდ, ვერანაირი პასუხი, გარდა ზოგადი განცხადებებისა, ვერ მივიღე.

რაც ამ კანონში ამოვიკითხე, არის ის, რომ ჩვენს მატყუარა მედიასაშუალებებს შეუმცირდებათ დაფინანსება, ვინაიდან არც ერთ დონორს არ სურს სიცრუესთან და გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან ასოცირება.

ჩვენი მეგობარი ქვეყნები წუხან ამაზე, ვინაიდან დღეს ასოცირდებიან განსხვავებულ აზრთან და კრიტიკასთან, ხოლო გამჭვირვალეობის კანონით მათი ასოცირება მოხდება სიცრუესთან და გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან.

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

მოკლევადიანში ეს შეიძლება ცუდი იყოს, ვინაიდან ავტომატურად შეიზღუდება ყვითელი, თუმცა მაინც „განსხვავებული“ აზრი, თუმცა გრძელვადიანში, ვიმედოვნებ, რომ მათი ინფორმაციის ხარისხი გაიზრდება და არანაირი პრობლემა დაფინანსებისაც არ იქნება.

შეიზღუდება პოლიტიკური მოტივებით, წინასაარჩევნოდ შექმნილი არასამთავრობოები, რომელიც, ძირითადად, მავნებლობებით არის დაკავებული.

ამ კანონის შედეგად, მედია გახდება ბევრად უფრო კვალიფიციური. არასამთავრობოებს მოუწევთ ბევრად უფრო ვიწრო პროფილური და კვალიფიციური სერვისების გაწევა.

ამ კანონს ევროინტეგრაციასთან ა რ ა ნ ა ი რ ი კავშირი არ აქვს. ჩვენ ევროპა ვართ! რუსეთი ოკუპანტია! აი ია. მადლობა. ნახვამდის“, – წერს ვიქტორ წილოსანი სოციალურ ქსელში.

„ეს წინასაარჩევნო სურათია, მხოლოდ ერთი მიზნით: ნებისმიერ ფასად დარჩნენ ხელისუფლებაში, სახელმწიფო პერსპექტივის საბოლოო მოსპობის ფასადაც კი“ – ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რატომ არ გვჭირდება „გამჭვირვალობის“ კანონპროექტი

წავიკითხე კანონი. ვერაფერი მსგავსი ვერ ამოვიკითხე რაც დაგვაშორებს ევროკავშირს. რა თქმა უნდა პრობლემა საკუთარ თავში…

Posted by Viktor Tsilosani on ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2024