ავტომობილის შეძენა, განსაკუთრებით გამოუცდელი მძღოლისთვის, არც ისე მარტივი პროცესია. ამის მიზეზი მინიმუმ ისაა, რომ მანქანის შერჩევა საჭიროებს ბევრ დროსა და ენერგიას. ბაზარზე ავტომობილების მწარმოებლისა და მოდელის უამრავი არჩევანია, მრავალფეროვნებაა ასევე ერთსა და იმავე მანქანის მწარმოებელსა და მოდელს შორისაც. დიდი არჩევანი კიდევ უფრო ართულებს შერჩევის პროცესს. ამიტომ, საჭიროა არსებობდეს რაღაც მწყობრი მიდგომა, რომელიც მძღოლს საშუალებას მისცემს, სწორად „გაფილტროს“ ეს დიდი არჩევანი და საბოლოოდ, არჩევანი შეაჩეროს მასზე ყველაზე მორგებულ ავტომობილზე.
მოცემული ბლოგით, მოგო მომხმარებელს სთავაზობს რჩევებს, რომლების გათვალისწინებაც აუცილებლად ღირს ავტომობილის შეძენამდე:
რა არის მძღოლის მთავარი საჭიროება?
ავტომობილი ის ნივთია, რომელიც მომხმარებელს უნდა ემსახურებოდეს და უქმნიდეს კომფორტს. თუკი, მძღოლი მისთვის შეუსაბამო მანქანას მართავს, შესაძლოა, ეს პროცესი პირიქით იყოს და მანქანა გახდეს დისკომფორტის წყარო. ეს რომ არ მოხდეს, ავტომობილის შეძენამდე მძღოლი კარგად უნდა ჩამოყალიბდეს, რა მიზნით ყიდულობს ავტომობილს, როგორია მისი ყოველდღიურობა, როგორ გზაზე მოუწევს ყოველდღიურად გადაადგილება და ა.შ.
მძღოლისთვის შესაფერისი ავტომობილი არის ის, რომელიც პასუხობს მის მოთხოვნილებებს. ზოგს მანქანის შეძენისას სოციალური სტატუსი აინტერესებს, ზოგს უბრალოდ მანქანის მართვით გამოწვეული სიამოვნების მიღება უნდა, ზოგს კი უბრალოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისგან თავის დაღწევა და საკუთარი ავტომობილით გადაადგილება სურს.
ნებისმიერ შემთხვევაში ავტომობილის შერჩევისას მნიშვნელოვანი კითხვებია: რამდენ მგზავრზე უნდა იყოს გათვლილი მანქანა? ძირითადად, როგორ ლანდშაფტზე მოუწევს მძღოლს ყოველდღიურად გადაადგილება? ასფალტზე თუ მთა-გორიან ადგილზე? არის თუ არა მნიშვნელოვანი ძრავის ეკონომიურობა და ზოგადად ავტომობილის ეკონომიურობა?
ასევე იხილეთ სტატია: მოგოს დახმარებით შეარჩიე სასურველი მანქანის მოდელი
ბიუჯეტის განსაზღვრა
მას მერე, რაც მძღოლი მის მთავარ საჭიროებებს განსაზღვრავს, ბიუჯეტის განსაზღვრის დროც დგება. ეს დაეხმარება მას მანქანის სასურველ მწარმოებელზე და მოდელზე ჩამოყალიბდეს. ყველაფერი ეს კი საკმაოდ ავიწროებს ბაზარზე არსებული უამრავი მანქანის ჩამონათვალს.
ერთი და იგივე კატეგორიის რამდენიმე ავტომობილის შერჩევა
მას მერე, რაც მძღოლი მწარმოებელსა და მოდელზე ჩამოყალიბდება, არჩევანის პროცესი კიდევ არ ჩერდება. კარგი იქნება, თუ მძღოლი ერთი და იმავე მოდელის რამდენიმე მანქანას მოიძიებს და შეადარებს მათ მდგომარეობას და ფასს (თუკი საუბარი მეორად ავტომობილზეა).
მოვლისა და შენახვის ხარჯების შედარება
ზოგიერთი ავტომობილის საბაზრო ღირებულება შეიძლება საკმაოდ დაბალი და ხელსაყრელი იყოს, თუმცა, თუკი მომხმარებლის პრიორიტეტი მანქანის ეკონომიურობაა, სულაც არაა გადამწყვეტი ფაქტორი მანქანის ღირებულება. უფრო მნიშვნელოვანი დეტალი, მისი შენახვის ხარჯებია, რაც უკავიშრდება იმას, თუ რამდენ საწვავს მოიხმარს მანქანა, რამდენად ხშირად ან იშვიათად ფუჭდება ესა თუ ის მოდელი, რამდენად იაფი, ან ძვირი ღირს ამ მანქანის შეკეთება და სხვა.
ასევე იხილეთ სტატია: ტოპ 10 რჩევა მოგოსგან ავტომობილის მოვლისათვის
თანხის მოძიება მანქანის შესაძენად
მას მერე, რაც მძღოლი ჩამოყალიბდება სასურველ მოდელზე, ჩამოყალიბდება ფასზე და შეარჩევს კონკრეტულ ავტომობილს, ყიდვის ჯერიც დგება. აქ კი არჩევანია გასაკეთებელი, თანხას ერთიანად გადაიხდის თუ რომელიმე ფინანსურ ორგანიზაციას მიაკითხავს ფულადი დახმარების მოთხოვნით. თუკი მომხმარებელს ერთიანი თანხა აქვს ავტომობილის შესაძენად, ყველაფერი მარტივია, თუმცა ყველას არ აქვს მანქანის შესაძენად საკმარისი ერთიანი თანხა და ამ დროს, საუკეთესო გამოსავალი ფინანსური ორგანიზაციებია, მაგალითად ლიზინგი. ლიზინგი ის გამოსავალია, რომელიც ერთიანი თანხის არ არსებობის დროს მანქანის სწრაფად და მარტივად შეძენის საშუალებას იძლევა. უმარტივესი პროცედურები კი, რომელსაც მაქსიმუმ 1-2 სამუშაო დღე სჭირდება, საკმარისია მანქანის შესაძენად საჭირო თანხის მისაღებად და სასურველი ავტომობილის მართვის დასაწყებად.
მოგოს ლიზინგზე მეტი ინფორმაციისათვის, გთავაზობთ მოგოს ბლოგს:
სასარგებლო რჩევები ლიზინგით სარგებლობამდე
იხილეთ ჩვენი სტატიები: რატომ ლიზინგი | კანიონები საქართველოში | რატომ უნდა ისარგებლოთ სკუტერით | როგორ შევარჩიოთ საბურავები
R