LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ეტაპზეა სამოდელო ბიზნესი საქართველოში?

17

გადაცემის სტუმრები სამოდელო სააგენტო Best Models-ის დირექტორი კახი ხაბეიშვილი და კონკურს „მისტერ ვალენტინის“ ორგანიზატორი თათა ლემონჯავა იყვნენ. საუბარი საქართველოში სამოდელო ბიზნესის მდგომარეობის შესახებ წარიმართა.

კახი: რამდენიმე დღეში ჩვენი სააგენტოს იუბილეს აღვნიშნავთ, 12 დეკემბერს სამი წლის ვხდებით. ჩვენ გვეკუთვნის ორი მსხვილი პროექტი – „მისტერ ვალენტინი“ და „მისტერ და მისის თბილისი“, რომლის ორგანიზატორიც არის თათა. ყველას დიდი მადლობა, ვინც ამ დროის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგა. ვულოცავ ჩვენს სააგენტოს ამ იუბილეს და წარმატებებს და გაფართოებას ვუსურვებ.

– რა ხდება ამ ბაზარზე საქართველოში, არის თუ არა ინტერესი?
– რა თქმა უნდა არის, ჩვენთან მიღება არის 6 წლიდან 24 წლამდე, როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში. ჩვენთან ასწავლიან ცნობილი ადამიანები: მანიკა ასათიანი – დეფილეს მიმართულებით, გია ჯაჯანიძე საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით, თამარ პოპიაშვილი – პლასტიკა, მეტყველება – მაკა შალიკაშვილი და ცეკვის მიმართულებით რეზიკო რობაქიძე და ანი გოლოძე. ჩვენთან ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ბავშვი განვითარდეს და წარმატებული გახდეს.

– რა ჯდება ეს ყველაფერი?
– ეს ყველაფერი ჩვენთან 80 ლარი თვეში. ყველა ღონისძიება, რაც იგეგმება, რა თქმა უნდა, გარკვეულ დამატებით თანხებს უკავშირდება, მაგრამ ჩვენთან საკმაოდ დაბალი და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ფასებია.

რა რაოდენობის ბავშვებს იღებთ ყოველწლიურად?
– ყოველ წელს 50-დან 70-მდე ბავშვი გვემატება. ამჟამად გვყავს 270 ადამიანი.

– რაც შეეხება დაბადების დღეს, რა იგეგმება 12 დეკემბერს?
– 12 დეკემბერს, საღამოს 20 საათზე გაიმართება ჩვენი იუბილე, მოწვეულები არიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, ჩვენი პედაგოგოები და ა.შ. გამოვლინდება საუკეთესო მოდელი, რომელიც ჩვენთვის ტრადიციაა და ის არც წელს დაირღვევა. გამოვლინდება ორი ბიჭი, ორი გოგო და ორი ბავშვი. სასიამოვნო ინფორმაციაა, რომ წინა წლის „მისტერ თბილისის“ და „საუკეთესო მოდელის“ ტიტულის მფლობელი გიორგი კენჭია ამჟამად იმყოფება მილანში და იქ იწყებს სამოდელო კარიერას.

– რამდენად წარმატებულია დღეს ეს სფერო?
– მე, როგორც ხელმძღვანელმა, რომელიც წლებია ამ სფეროში ვარ, ბევრი რამე ვისწავლე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მარტოს არ გამიკეთებია, ამისთვის გვერდში მყავს გუნდი, რომელიც ჩემთან ერთად აკეთებს ბევრ რამეს. ვთვლი, რომ წარმატებულია, რადგან ჩემი სააგენტო არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რამე უარყოფითი ვთქვა.

თათა, როგორც ვიცი ყველა თქვენს პროექტში ბევრი მსურველი იყო…
– დიახ, ნამდვილად ასეა და ვთვლი, რომ პროექტის საინტერესო მხარიდან გამომდინარე იყო ეს სურვილი ყოველთვის. არასოდეს არ გვქონია დანაკლისი ან აქტივობის დეფიციტი. სულ უფრო და უფრო უკეთესი თაობა მოდის. დღემდე რეკავენ და ინტერესდებიან, როდის დაიწყება რეგისტრაცია მომდევნო კონკურსზე.

სწორედ თქვენი ეთერით ვამბობთ პირველად, 14 დეკმბრიდან, ნებისმიერ მსურველს, ვისაც „მისტერ ვალენტინი 2016“-ში მონაწილეობის სურვილი ექნება, შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია.

– რა მოთხოვნები გაქვთ?
– რადგან ეს არ არის სამოდელო კონკურსი, აქცენტი შარმზე გაკეთდება და არა კონკრეტული ნაწილების ზომაზე, სასურველია ნავარჯიშბი ბიჭები და კარგი მეტყველება.

ხშირად ამბობენ, რომ გამარჯვებული „ჩაწყობით“ ვლინდება..
– თავისი ახლობელი ყველას სიმპატიური ჰგონია, ეს სიმართლეა, მაგრამ ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ჟიურის წევრი, ყველა ამბობს, რომ მსგავსი რამ არასოდეს უნახავთ, რადგან გამარჯვებული ძალიან სამართლიანად ვლინდება.

კახი:  დავამატებ, რომ ყოველ წელს გვყავს სხვადასხვა შემადგენლობის ჟიური, რამდენიმე უცვლელის გარდა, მაგალითად გია ჯაჯანიძე, ლიზა ვადაჭკორია. დანარჩენებს მეტ-ნაკლებად ვცვლით.

– ყოფილა ბრალდებები „ჩაწყობასთან“ დაკავშირებით?
– რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველას მოსაწონს ვერ გააკეთებ და ბუნებრივია, უკმაყოფილებებიც არის.

– რა სტატუსები აქვთ მოპოვებული თქვენს „გამოზრდილ“ მოდელებს საზღვარგარეთ?
– „მისტერ ვალენტინი“ მსოფლიო არ არსებობს, მაგრამ გამარჯვებული სხვა საერთაშორისო კონკურსებზე გადის, მაგალითად ვარშავაში იყო ჩვენი უკანასკნელი გამარჯვებული, ლევანი, რომელიც პომპეზურად ჩატარდა, ამას გარდა მას უამრავი კარგი შემოთავაზება ჰქონდა. ვფიქრობ, რომ მან საკუთარი თავის რეალიზება მოახერხა და მომავალშიც ასე იქნება.

გადაცემაში ასევე მოხდა „მისტერ ვალენტინი 2015“-ის გამარჯვებულის, ლევან სოლოღაშვილის სატელეფონო ჩართვა:

Capture(7)
„ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება ის არის, რომ ადამიანების სიყვარული დავიმსახურე, ამაში ეს პროექტი დამეხმარა. ყველას, ვისაც უნდა საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს, „მისტერ ვალენტინში“ უნდა მიიღოს მონაწილეობა“.

რა ელის საზოგადოებას ვალენტინობას?
თათა:  გვაქვს სიურპრიზები და რა თქმა უნდა, არ გვინდა მათი გაჟღერება. ვიტყვი იმას, რომ ბევრად უფრო მასშტაბური იქნება წლევანდელი კონკურსი, მრავაფეროვანი ჟიურით, პრიზებით და მრავალრიცხოვანი მონაწილეებით.

რა ასაკიდან შეუძლიათ ბიჭებს მონაწილეობის მიღება?
– 17-დან 25 წლამდე.

– წარმატებებს გისურვებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები