დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი 2016 წლის ზამთრის კოლექციას გვთავაზობს. რა იქნება 2016 წელს ყველაზე მოდური და რომელ ფერებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა?
– რა არის ყველაზე მოდური და ტენდენციური ამ წელს?
– კარგი იქნება სამოსი იყოს ბრჭყვიალა, მწვანე, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, რაც მთავარია ქალური, მხიარული და სადღესასწაულო.
– რა ზომის და ფორმის კაბებია სასურველი?
– ამ შემთვევაში სიგრძე უნდა იყოს მოკლე. თუმცა, ეს უფრო ინდივიდუალურია, ვის რა ზომის და რა ფორმის კაბა უხდება, იმის მიხედვით.
– რომელი ფერი იქნება ყველაზე გამორჩეული 2016 წელს?
– შავი კვლავ რჩება ტენდენციურ ფერად. მას დაემატა თეთრი, რომელსც ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება შემდეგ სეზონზე. ასევე წითელი და ლურჯი. 2016 წელს მოდაში იქნება ქალური, წელში გამოყვანილი სამოსი.
– რაც შეეხება ტყავსა და ბეწვს, რომელი მათგანი იქნება 2016 წელს მოდური?
– 2016 წლის ზამთრის კოლექციაში გამორჩეულად მოდური იქნება ქაშმირი, რადგან ძალიან თბილი და მდიდრულია. ტყავისა და ბეწვის კომბინაცია ჩემთვის არ არის მიმზიდველი.
– რჩება თუ არა შლაქსის ტიპის შარვლები ტენდენციურად?
–შლაქსის ტიპის შარვლები აუცილებლად რჩება მოდურად, თუმცა ზემოდან გაშვებული და არა მუხლიდან გაშლილი.
– მამაკაცების ხაზში რა იქნება ყველაზე მოდური?
– მამაკაცების ხაზში მომავალი წლის ტენდენცია იქნება ROCK-GLAMOUR-ი, ანუ სპორტული და კლასიკური სტილის ნაზავი. სასურველია სწორი ფორმები.
– იქნება თუ არა ტენდენციური კლასიკური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი?
– კლასიკური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველთვის არის მოდური, თუმცა ამ სეზონზე უპირატესობა ენიჭება დაბალ ფეხსაცმელს.
– სად შეგვიძლია შევიძინოთ თქვენი დიზაინით შექმნილი სამოსი?
– ჩვენი ფილიალი მდებარეობს ფალიაშვილის 39 ნომერში.
– გმადლობ! გილოცავთ შობა–ახალ წელს და გისურვებთ წარმატებას.
– დიდი მადლობა, თქვენც ასევე.