LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ფერებს უნდა ვერიდოთ ახალი წლის ღამეს – ანზორ ოდიშარია რიტუალების შესახებ საუბრობს

24
ანზორ-ოდიშარია

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა, თუ როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს და რა რიტუალებით უნდა მოვიზიდოთ წარმატება.

ანზორ, როგორ მიხვედი ამ პროფესიამდე?

ძალიან პატარა ასაკიდან მაინტერესებდა ეს სფერო, შესაბამისად გაცნობიერებულად მოვედი აქამდე. თავიდან ექიმობა მინდოდა, თუმცა ჩემი ბედისწერა ყოფილა სწორედ ეზოთერიკა. სხვანაირად ვერც კი წარმომიდგენია. ეს საქმე მე არ მღლის. 6 წლის ვიყავი, გოგონები მეკითხებოდნენ ვისზე გავთხოვდებიო და მე მათ ვპასუხობდი. ამბობენ, რომ უცნაურად დავიბადე, უკუღმა, თანაც დროზე ადრე, პროცესში დედაჩემმა თქვა, რომ მე განსაკუთრებული ბავშვი ვიქნებოდი. პირველი ასტროლოგიურ წიგნი მივიღე 11 წლის ასაკში. კითხვა ძალიან მიყვარს, ამ დროს ვისვენებ. თავდაპირველად ჩემო ოჯახისთვის ჩემი მისწრაფებები იყო მიუღებელი. რაც შეეხება რელიგიასთან მიმართებას, ეზოთერიკა ცოდვა არ არის, თუკი მას პროფესიონალი აღასრულებს. ადამიანს და ღმერთს ეს რომ არ სურდეს, მე ახლა აქ არ ვიჯდებოდი.

ახლა გვესაუბრე ქვებზე, როგორ შევარჩიოთ ისინი სწორად?

დავასახელებ მინერალებს, რომლებიც ყველა სახლში უნდა იდოს. ესენია: მთის ბროლი, თუ ქართული წარმომავლობის იქნება, მით უკეთესი, ის ენერგეტიკას წმენდს და ჰარმონია შემოაქვს სახლში, მეორე გახლავთ ამეთვისტო, რომელიც ნეგატივისგან იცავს. ასევე, ვარდისფერი კვარცი, ის სიყვარულის მინერალია. კარგია მისი დადება საძინებელში. იაშმა, ჯანმრთელობის პრობლემებისთვისაა, ებრძვის დაავადებებს. რაც შეეხება გიშერს, დიახ, ის ნამდვილად იცავს თვალისგან, თუმცა შავი ტურმალინიც ძალიან კარგი დამცავია, ასევე ლაბრადორიტი. მინდა გითხრათ, რომ მინერალები ადამიანებს ვერ ავნებენ, თუკი ისინი დიდი რაოდენობით არ არის გამოყენებული. აი, ლალს, ზურმუხტს და ბრილიანტს, პატარასაც კი დიდი ძალა აქვს, ამიტომ მისი შერჩევა ყურადღებით არის საჭირო. არაერთი შემთხვევა ვიცით, როცა ბრილიანტებმა ადამიანები დაღუპეს.

ახლა რიტუალებზე გვესაუბრე…

ძალიან კარგია სახლში სანთლების შეტანა, მთავარ მაგიდაზე დავანთოთ 8 სანთელი. ამ დროს კარგია სურვილების ჩაფიქრება. რაც შეეხება ბრინჯს, ის ჩინურია და შეგვიძლია, ჩავანაცვლოთ ხორბლით. ზოგადად ,მარცვლეული ნაყოფიერების სიმბოლოა.

მთავარი რჩევა კი არის გოზინაყი, ის სახლში უნდა გაკეთდეს. თეფშზე ორი ორლარიანი დადეთ, შაქრით დახაზეთ რვიანი. რაც შეეხება ფერებს, ოქროსფერი, მწვანე, წითელი და ლურჯი, მოვერიდოთ თეთრსა და ყვითელს. როცა 00:00 საათი შესრულდება, სწორედ მაშინ ჩაიფიქრეთ სურვილები. შესაძლებელია, ეს სურვილები ჩამოვწეროთ. და ბოლოს, ყველაზე მთავარი კი მაინც არის განწყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები