ყალბ ბრედ პიტთან „რომანის” შედეგად, 52 წლის ფრანგმა ქალმა მილიონერი ქმარი და 697 000 ევრო დაკარგა.
თაღლითი, რომელიც მას ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ფოტოებს უგზავნიდა, ქალს არწმუნებდა, რომ ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შემდეგ მას საბანკო ანგარიშები გაუყინეს, თავად კი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და კლინიკაში მკურნალობდა. ყალბმა პიტმა თავის მსხვერპლს სასიყვარულო სიტყვებით აურია თავ-გზა და მას ჰპირდებოდა, რომ ცოლადა მოიყვანდა.
მსგავსი სქემა გაშიფრა ესპანეთის პოლიციამაც და 5 თაღლითი დააკავა. აღსანიშნავია, რომ ისინიც ბრედ პიტად ასაღებდნენ თავს. დამნაშავეებმა ესპანეთის მოქალაქეს სოციალური ქსელის მეშვეობით, ემოციური მანიპულაციით 325 ათასი ევრო გამოსძალეს.