LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა გააკეთა საქართველომ ანტი-დემოკრატიული? – მსგავსი ფაქტი არ არსებობს! ერთადერთი არის ის, რომ ვიღაცებს არ ვემონებით და ვატარებთ ქვეყნის ინტერესს“ – კახა კალაძე

132
კახა კალაძე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციას, სადაც აღნიშნულია, რომ „საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის“, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრების დეკლარაციას „არანაირი ფასი არ აქვს“.

დედაქალაქის მერის თქმით, ადრეც ხდებოდა რეზოლუციების მიღება, შემდეგ კი ირკვეოდა, რომ „ამაში ფულს იღებდნენ“.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია საქართველოსთან დაკავშირებით „უმძიმეს განცხადებას“ აქვეყნებს, სიცრუეა

„არანაირი ფასი არ აქვს. იცით ვინ არის კონკრეტული დეპუტატი, მისი წარსული? მოიძიეთ, საინტერესო წარსული აქვს. იცით რატომ არ აქვს ამას ფასი? რამდენიმე თვის წინ, როდესაც რეზოლუციების მიღება ხდებოდა, შემდეგ ირკვეოდა, რომ ამაში ფულს იღებდნენ. წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი? – თეთრზე შავს გეუბნებიან, ამაში ფულს იღებენ, ამაზე უფრო დიდი სიბინძურე რა უნდა იყოს? იგივე ანტი-დემოკრატიულობის თვალსაზრისით, რა გააკეთა საქართველომ ანტი-დემოკრატიული? – მსგავსი ფაქტი არ არსებობს. გვაქვს თავისუფლება, მედია და პოლიტიკური პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება. ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა. ერთადერთი არის ის, რომ ვიღაცებს არ ვემონებით და ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესს“, – განაცხადა კალაძემ.

magti 5g